ფეხბურთი

20:16 | 6.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე: "ჩემპიონთა ლიგის მოგების დროა"

„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელმა კილიან მბაპემ განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონში გუნდის მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. ფრანგი შემტევის განცხადებით, დრო დადგა პსჟ-მ უპრესტიჟულესი ევროტურნირი მოიგოს.

„ახლა სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილის დრო დადგა და მზად უნდა ვიყოთ. რა თქმა უნდა, გვინდა, რომ ნაბიჯი წინ გადავდგათ. ორი წლის წინ ფინალში ვიყავით, შარშან ნახევარფინალში, მაგრამ ახლა გამარჯვება გვინდა და ამის დროა“, - თქვა მბაპემ.

შეგახსენებთ, „პარი სენ ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება.

0.114781