„ბარსელონასა“ და „ასტონ ვილას“ ხელმძღვანელობა ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერს განიხილავს. ამის შესახებ Mundo Deportivo იტყობინება.
წყაროს ცნობით, ესპანური კლუბი უახლოეს მომავალში გეგმავს გარიგების დახურვას. ცნობილია, რომ „ბარსელონას“ სურს შეთანხმებაში შეიტანოს პუნქტი „ასტონ ვილას“ მიერ კოუტინიოს სავალდებულო შესყიდვის შესახებ.
29 წლის კოუტინიო „ბლაუგრანაში“ 2018 წლის იანვარში გადავიდა „ლივერპულიდან“ 135 მილიონ ევროდ, ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ესპანური გუნდის შემადგენლობაში 106 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 25 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მას გუნდთან კონტრაქტი 2023 წელს ეწურება. ცნობილი ვებგვერდიTransfermarkt-ი კოუტინიოს საბაზრო ღირებულებას 18 მილიონ ევროდ აფასებს. კოუტინიომ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 12 მატჩში ორი გოლი გაიტანა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია