საქართველოს ნაკრებისა და თურქული „ჰატაისპორის“ ფეხბურთელის, საბა ლობჟანიძის საბაზრო ღირებულება გაიზარდა.
Transfermarkt-მა თურქეთის სუპერლიგაში მოთამაშე ფეხბურთელების ფასები განაახლა და ლობჟანიძის ფასი 300 000 ევროთი გაიზარდა. მანამდე საბა 3.4 მილიონ ევროდ ფასობდა, ახლა მისი ღირებულება 3.7 მილიონი ევროა.
ლობჟანიძე საქართველოში რიგით მეორე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ (16 მილიონი ევრო), „ჰატაისპორში“ მესამე, თურქეთის სუპერლიგაში 57-ე, მარჯვენა ვინგერებში მსოფლიოს მასშტაბით 175-ე, 1994 წელს დაბადებულ ფეხბურთელებში კი მე-200.
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში 27 წლის ლობჟანიძემ თურქეთის სუპერლიგაში 18 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი მიითვალა.