ჩოგბურთი

16:59 | 6.01.2022 | ნანახია 0 - ჯერ

ნადალი ჯოკოვიჩზე: "თუ აცრას არ იკეთებ, მაშინ შეიძლება პრობლემები შეგექმნას"

მსოფლიოს პირველი ნომერი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი აუცრელობის გამო ავსტრალიის ტერიტორიაზე არ შეუშვეს და შესაბამისად, ავსტრალიის ღია პირველობაზე ვერ ითამაშებს. ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა რაფაელ ნადალმა, რომელმაც თქვა, რომ სერბმა თავიდანვე იცოდა წესები და თუ აცრას არ გაიკეთებ, პრობლემებისთვის მზად უნდა აღმოჩნდე.

„ბუნებრივია, რომ ავსტრალიაში ხალხი გაბრაზდა, რადგან მათ მკაცრი ლოქდაუნის გავლა მოუწიათ. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ მჯერა მედიცინის მცოდნე ადამიანების. ისინი თუ იტყვიან, რომ აცრა უნდა გავიკეთოთ, მაშინ ასე უნდა მოვიქცეთ. მსოფლიომ ძალიან ბევრი დარტყმა მიიღო რეგულაციების უგულებელყოფის გამო.

ყველა თავისუფალია არჩევანში და შეუძლია ის გააკეთოს, რაც თავისთვის საუკეთესოდ მიაჩია. თუმცა, არსებობს წესები: თუ აცრა არ გინდა, შეიძლება პრობლემები შეგექმნას. მას შეეძლო აცრა და ავსტრალიაში უპრობლემოდ შესვლა. რა თქმა უნდა, ვწუხვარ მის გამო, მაგრამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში იცოდა, როგორი მოთხოვნები იყო“, - თქვა ნადალმა.

შეგახსენებთ, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩს, ნადალისა და როჯერ ფედერერის დარად დიდი სლემის 20 ტიტული აქვს მოგებული და ისტორიული რეკორდის დასამყარებლად ერთადერთი დიდი სლემის მოგება სჭირდება.


კომენტარები (11)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:48 | 24.12.2023
ს.კ.1923 დ.ბ. (2024)

პოლიტანო რას ისვრიდა ტლინკებს ნაზამთრ თიკანივით ვერ გავიგე

22:46 | 24.12.2023
ს.კ.1923 დ.ბ. (2024)

ასე გამწარებით ჩხუბიც არ შეიძლება დალეწეს იქაურობა

16:21 | 24.12.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (43218)

წელს ნაპოლის ყველაზე სუსტი რგოლი დაცვაა, ესე ოთხეულშიც ვერ მოხვდებიან

14:18 | 24.12.2023
Erovnuli-Nakrebi (11812)

პუნქტებად უნდა დავწერო:
1. არავითარი ჩხუბი მანდ არ იყო, უბრალოდ იყო ემოციური საუბარი!
2. ყოჩაღ კვარა! არ იუზრდელა და რასაც ქვია, მართლა წესიერად უპასუხა უკვე არც ისე პატარა მაურინიოს! წესიერი ბიჭია და ეს მას მომავალში ძალიან დაეხმარება!
3. კვარას მიმართ ძალიან უხეშობენ და ეს ფაქტია. უკვე შიშიც აქვს, რადგან თითქმის ყველა ორთაბრძოლა მისი ფეხში ჩარტყმით მთავრდება!
4. მსაჯს ყოჩაღ! როგორც კი დაინახა კვარას მიმართ უხეშობა, მაშინვე დასაჯა მოწინააღმდეგეები!
5. ნაპოლის დიდი ჩავარდნა აქვს ნამდვილად! ნახევარდაცვის ხაზი საზიზღრად გამოიყურება

13:28 | 24.12.2023
Kobe Bean (21691)

ჩემპიონები რომ ვეღარ გახდებოდნენ და მართლა ერთი გავარდნა იყო ვიცოდი,მაგრამ ასეთ ცუდ სეზონსაც არ ველოდი ნაპოლისგან.ოთხეულში მეგონა თუ შევიდოდნენ.ნუ ეხლაც შეუძლიათ ოთხეულში შესვლა მაგრამ ძაან ცუდი გუნდია და გაუჭირდებათ.დაცვა კატასტროფაა ისევე როგორც ცენტრი და არც კვარა-ოსიმენი ფრინავენ

13:10 | 24.12.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (43218)

კვარას გარდა ოსიმენსაც ძაან ცუდი თამაში ქონდა

08:41 | 24.12.2023
KoRBeN DaLLaS (24844)

ჟოზე მაგარია ))
ნოდარა ნათაძე იყო ეგეთი - უხეში, მაგრამ საყვარელი

13:07 | 24.12.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (43218)

განსაკუთრებით ამ სიბერეში დაემსგავსა ნოდარას

06:23 | 24.12.2023
alfadhirhaiti (7530)

თუ ნაპოლიში აღარ უნდა და ამის ბრალია, მაშინ ყველაფერი უნდა გააკეთოს ამისთვის. საამისოდ, პირიქით, მაგრად უნდა ითამაშოს, თორე ისედაც ყველა კარტი კრიჟანი პრეზიდენტის ხელშია და ბოლომდე გამოწურავს კონტრაქტის ამოწურვამდე.

06:20 | 24.12.2023
alfadhirhaiti (7530)

ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი ჰქონდა კარიერაში. ლომის წვლილი დაიდო წაგებაში.

06:10 | 24.12.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (43218)

ეს დედააფეთქებული დროებით მოგყავს მწვრთნელი ეგ გასაგებია, მაგრამ ისეთი მაინც მოიყვანე ოთხეულში რო შეგიყვანოს

06:08 | 24.12.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (43218)

ეს ჟოზე რა ინტრიგანია რა, რაც ასაკში შედის მით უფრო ყიამყრალი ხდება

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06498