ფეხბურთი

14:42 | 6.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

მანდრიჩენკომ „საბურთალო“ დატოვა და უკრაინულ კლუბში გადავიდა

მოლდოველი ნახევარმცველი, დმიტრი მანდრიჩენკო, „საბურთალოს“ ფეხბურთელი აღარ არის. მან უკრაინული პრემიერლიგის „ინგულეცთან“ სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

24 წლის მანდრიჩენკო გასულ წელს ჩაირიცხა დედაქალაქურ კლუბში. 2021 წლის სეზონში ეროვნულ ლიგაში 11 ბურთი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა. ამისდაკვალად, კლუბის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. საბურთალოელებთან ერთად საქართველოს თასიც მოიგო.

ცოტა ხნის წინათ, ის მოლდოვის ნაკრების იანვრის შეკრებაზე გამოიძახეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113562