თამაშგარე

13:25 | 6.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

მოტომოყვარული აიდა

პერუელი მოდელი და ტელეწამყვანი აიდა მარტინესი დიდი ხანია მოტოსპორტითაა გატაცებული და თუკი ვინმეს მისი გულის მოგება სურს, აუცილებლად მოტოციკლი უნდა აჩუქოს და სწორედ ამ მოტოციკლის ღირებულებაზე, ხარისხზე და პრესტიჟულობაზეა დამოკიდებული აიდა მჩუქნელსრა თვალით შეხედავს.

აიდა მარტინესმა სხვადასხვა მიზეზით ორჯერ თქვა უარი ტელეწამყვანობაზე, მაგრამ ადგილობრივიტელევიზიების მფლობელებმა ორივეჯერ უკან მიაბრუნეს, რადგან გადაცემები სადაც ეს გავაგანიერი ქალბატონია, მუდამ მაღალ რეიტინგულია და ტელევიზიებსაც სწორედ ასეთი ცნობადი და რეიტინგის მომტანი ასულები სჭირდებათ.

როგორც სამხრეთ ამერიკის ბულვარული გამოცემები გვაუწყებენ, აიდა მარტინესს ევროპიდან და აშშ-დანაც ჰქონდა მიწვევები, თუმცა მან პერუში პირველქალობა არჩია სხვაგან რიგითობას, რაც მისი გაქანების ადამიანისგან გასაკვირი სულაც არ უნდა იყოს. მოტოციკლის აბღუილება კი პერუშიც კარგად შეიძლება!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13473