„პარი სენ-ჟერმენის“ მცველი, მარკინიოსი, კლუბთან ხელშეკრულების გახანგრძლივებასთან ახლოსაა - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.
წყაროს ინფორმაციით, მხარეებს შორის მოლაპარაკება უკვე დასასრულს უახლოვდება და 27 წლის ბრაზილიელს კონტრაქტს 2026 წლის ზაფხულამდე გაუგრძელებენ.
პარიზულ კლუბში მარკინიოსი „რომადან“ 2013 წლის ივლისში გადავიდა 32 მილიონ ევროდ. მიმდინარე სეზონში მან ფრანგულ ლიგა 1-ში 14 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.