სანდრო მამუკელაშვილმა “მილუოკი ბაქსში” მორიგი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა. ქართველმა ფორვარდმა 2022 წელს NBA-ს მოქმედი ჩემპიონის გუნდში მეორე შეხვედრაში ითამაშა და იანის ანტეტოკუმპოს კოვიდ-პროტოკოლის გამო არყოფნით შედეგიანად ისარგებლა. "ბაქსმა" “ტორონტო რეპტორზს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 111:117 დამარცხდა.
თამაში "მილუოკისთვის" კარგად დაიწყო და პირველი ტაიმი 9-ქულიანი უპირატესობით 77:68 დაასრულა, თუმცა მეორე ნახევარში ნიკ ნერსის გუნდმა ჩამორჩენის აღმოფხვრა შეძლო. ჯერ (24:11), ხოლო დასკვნითი მეოთხედი (25:23) იმარჯვა და საბოლოოდ 6-ქულიანი სხვაობთ მოიგო.
მამუკელაშვილი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე მთლიანობაში 22:39 წუთი გაატარა. 22 წლის ქართველმა კალათბურთელმა საკუთარ გუნდს 10 ქულა, 5 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოუტანა. მან 4-დან 1 ორქულიანი და 4-დან 1 სამიანი ჩააგდო. საჯარიმოს ხაზიდან კი 6 სროლიდან 5 ზუსტად გამოიყენა. სანდრომ ბურთი ერთხელ დაკარგა და არ დაჯარიმებულა. ჩვენებურის +- მაჩვენებელი 7-ს გაუტოლდა.
დამარცხებულთა რიგებში საუკეთესო კრის მიდლტონი იყო, რომელმაც 25 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი და 1 დაფარება დააგროვა. ხოლო "ტორონტო რეპტორსის" შემადგენლობაში პასკალ სიაკამმა გაიბრწყინა. კამერუნელ კალათბურთელს მთლიანობაში 33 ქულა, 5 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება ჰქონდა. ერთადერთი ორმაგი დუბლი კი "მილუოკის" ცენტრმა, დემარკუს კუზინსმა გამოიმუშავა. 31 წლის ამაერიკელმა საკუთარ გუნდს 15 ქულასთან ერთად 10 მოხსნა შესძინა.
25 მოგებითა და 5 მარცხით "მილუოკი ბაქსი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე იმყოფება. მორიგ მატჩს მამუკელაშვილის გუნდი 8 იანვარს, სტუმრად “ბრუკლინ ნეთსთან” გამართავს. "ტორონტოს" კი ზედიზედ 4 გამარჯვების ფონზე 18 მოგების წილ 17 მარცხი აქვს და მე-7 პოზიციაზეა, მომდევნო მატჩს კი 8 იანვარს "იუტა ჯაზის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
დღეს ითამაშა გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსმაც", რომელიც „ბრუკლინ ნეტსს“ შინ შეხვდა და 121:129 დამარცხდა. ქართველი კალათბურთელი რიკ კარლაილის სამატჩო განაცხადში საერთოდ არ იყო რადგან კორონავირუსი აქვს. ინდიანაპოლისელთაგან კი საბონისმა გაიბრწყინა, რომელმაც 32 ქულით, 12 მოხსნითა და 10 შედეგიანი გადაცემით სამმაგი დუბლი შეასრულა. გამარჯვებულთა რიგებში კი საუკეთესო კევინ დურანტი იყო. 33 წლის ამერიკელმა სუპერვარსკვლავმა მატჩი 39 ქულით, 8 მოხსნითა და 7 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.
„ინდიანამ“ ზედიზედ 5 შეხვედრა წააგო და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 პოზიციაზეა. ბითაძის გუნდი 9 იანვარს, შინ „იუტა ჯაზს“ დაუხვდება. „ნრუკლინ ნეტსი“ კი 24 მოგებითა და 12 მარცხით ლიდერებშია და მე-2 ადგილზე იმყოფება. კევინ დურანტი და კამპანია 8 იანვარს, სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსს“ უმასპინძლებენ.