ინგლისის ლიგის თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში „ჩელსისთან“ მარცხის შემდეგ (0:2), „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, „დეზებს“ „საშუალო გუნდი“ უწოდა. ოთხშაბათს იტალიელი „ჩელსიდან“ წასვლის შემდეგ, პირველად იმყოფებოდა „სტემფორდ ბრიჯზე.“
„ეს რთული მატჩი გახლდათ. დასაწყისიდანვე ძალიან რთული. „ჩელსიმ“ გაცილებით უკეთ ითამაშა. მაგრამ ჩვენ ხომ ევროპისა და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდზე ვსაუბრობთ, რომელმაც შარშან ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
დავინახეთ სხვაობა ორ გუნდს შორის. ახლა „ტოტენჰემი“ საშუალო გუნდია. ისინი კი გასამარჯვებლად ყოველთვის მზად არიან.“ - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს BBC.
საპასუხო ნახევარფინალური მატჩი 12 იანვარს გაიმართება „ტოტენჰემ ჰოთსფურის“ სტადიონზე.