ავტოსპორტი

2:04 | 6.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ალ ატიამ დაკარის მეოთხე ეტაპი მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა

ყატარელმა ნასერ ალ ატიამ დაკარის რალი მარათონის მეოთხე ეტაპი მოიგო და ლიდერის პოზიცია განიმტკიცა. 465-კილომეტრიანი სპეც მონაკვეთი მან მეორე ადგილზე დაასრულა, მაგრამ მას შემდეგ, რაც საუდელი იაზიდ ალ რაჯი ორი წუთით დაჯარიმდა, „ტოიოტას“ მრბოლმა პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

ალ ატია ახლა უკვე 38 წუთს უგებს მეორეზე მყოფ სებასტიან ლოებს. მისთვის ეს დაკარის რბოლებზე მოპოვებული 44-ე გამარჯვებაა. ყატარელს რალი მარათონი სამჯერ აქვს მოგებული.

„რისკს ვერიდებოდი, მაგრამ მაღალ ტემპს ვინარჩუნებდი. დღეს ჩემი მიზანი ის იყო, რომ ხვალის ეტაპზე გამხსნელი არ ვყოფილიყავი. ხვალ ჩვენ წინ ბაიკები არ იქნებიან და ამიტომ, გზის გაკვალვა მომიწევს. ხვალ თუ დროს დავკარგავ, მომდევნო ეტაპზე უკვე უკეთესი პოზიცია მექნება და ეს კარგია“, - ამბობს ალ ატია.

მიმდინარე რბოლის ყველაზე გრძელ დისტანციაზე, ლოები გამარჯვებულს 25 წამით ჩამორჩა. მესამე ადგილი კი „აუდის“ ელექტრული ჰიბრიდით მოასპარეზე კარლოს საინსმა დაიკავა. სამაგიეროდ, მისმა თანაგუნდელმა, დაკარის 14-გზის ჩემპიონმა სტეფან პეტერანსელმა კიდევ დაკარგა დრო. მას ამორტიზატორი გაუტყდა და დამხმარე მექანიკოსების ლოდინმა მოუწია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11145