ფეხბურთი

0:11 | 6.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

მესი კორონავირუსისგან განიკურნა

„პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელი ლიონელ მესი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ფრანგული გუნდის ვებგვერდი იტყობინება.

მესის კორონავირუსის შესახებ ინფორმაცია 2 იანვარს გავრცელდა, მაგრამ არგენტინელმა გამოჯანმრთელება ძალიან მალე მოახერხა. ის უკვე პარიზშია და გუნდთან ერთად ვარჯიშს დაიწყებს.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ლიონელ მესიმ ყველა ტურნირზე 16 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.115616