მილანის „ინტერის“ დამრიგებელი სიმონე ინძაგი იტალიის სერია A-ს 2020 წლის დეკემბრის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია იტალიის ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
„ნერაძურიმ“ გასულ თვეში ხუთი მატჩი ჩაატარა, დაამარცხა „სპეცია“ (2:0), „რომა“ (3:0), „კალიარი“ (4:0), „სალერნიტანა“ (5:0) და „ტორინო“ (1:0). ამ ხუთ შეხვედრაში „ინტერმა“ 15 გოლი გაიტანა და არცერთი გაუშვა. სატურნირო ცხრილში მილანელები 46 ქულით პირველ ადგილზე არიან.