ჩოგბურთი

17:42 | 5.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ალექსანდრე მეტრეველი: "ეს დაუვიწყარი შეხვედრა იყო, მადლობა ქართველ გულშემატკივრებს"

საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრებმა ATP Cup-ზე ასპარეზობა დაასრულა და ბოლო ტურში საბერძნეთთან 1:2 წააგო. თუმცა, წყვილთა თანრიგში ალექსანდრე ბაკშისა და ალექსანდრე მეტრეველის დუეტმა სტეფანოს ციციპასისა და მიხაილ პერვოლარაკისის წყვილს 4:6, 6:3, 16:14 აჯობა.

მატჩის შემდეგ ქართველმა ჩოგბურთელებმა კომენტარი გააკეთეს და აღნიშნეს, რომ ეს დაუვიწყარი გამარჯვება იყო.

"დიდი პატივია ჩემთვის ახლა ემოციებზე ვისაუბრო. ეს დაუვიწყარი იყო, რადგან ძალიან კარგი შეხვედრა გამოვიდა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ჩოგბურთელთა წყვილთან. ძალიან კარგი ატმოსფერო იყო და მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ გულშემატკივრებს, მათ ძალა მოგვცეს, რომ ეს შეხვედრა გამარჯვებით დაგვესრულებინა", - თქვა მეტრეველმა მატჩის შემდეგ.

საქართველოს ნაკრებმა D ჯგუფში უქულოდ ბოლო ადგილი დაიკავა, რადგან საბერძნეთამდე არგენტინისა და პოლონეთის ნაკრებებთან ერთნაირი ანგარიშით, 0:3 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ATP Cup-ზე მეორედ ითამაშა. გასულ წელსაც ქართველებმა ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლიეს, მაგრამ მაშინ სამი მატჩიდან ერთის მოგება (ურუგვაისთან) მოახერხეს.

0.119073