რაგბი

17:15 | 5.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

TOP 14-ის მე-14 ტურის სიმბოლურ ნაკრებში ორი ქართველი მორაგბე მოხვდა

საქართველოს ნაკრების მორაგბეები ვასილ ლობჟანიძე და ბექა გორგაძე საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-14 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ.

ორივე მოთამაშე საუკეთესო 15-ეულში ცნობილმა ფრანგულმა გამოცემა midi-olympique-მა შეიყვანა.

„ქართველს „ბრივში“ გამორჩეული მატჩი ჰქონდა. მიუხედავად მისი გუნდის მარცხისა, ის თანაგუნდელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. კარგი იყო შეტევაშიც, ლელო მიითვალა და დაცვაშიც ცხრა ბოჭვა შეასრულა“, - წერს გამოცემა ლობჟანიძის შესახებ, რომელმაც ლელო „პოსთან“ მატჩში მიითვალა, რომლის ღირსებას ბექა გორგაძე იცავს და ლელო არ დაუდია, მაგრამ სიმბოლურში ისიც მოხვდა.

„დაცვაში ძალიან კარგი იყო. „პოს“ მესამე ხაზელმა 11 ბოჭვა შეასრულა და რამდენჯერმე ბურთით ხელშიც ძალიან კარგი იყო. მისი გარჯა ფასდაუდებელი იყო და თავისი გუნდი გამარჯვებამდე მიიყვანა“, - წერს გამოცემა გორგაძის შესახებ.

აქვე გეტყვით, რომ „პო“ 14 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში 28 ქულით მერვე ადგილზეა, ხოლო „ბრივს“ 21 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-12 პოზიციაზეა.

0.128016