ფეხბურთი

16:39 | 5.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

აზაროვის ტრანსფერი შეჩერებულია: "ტრაბზონსპორმა" მის პოზიციაზე ორი ვარიანტი შეარჩია

საქართველოს ნაკრებისა და „დინამო ბათუმის“ მცველის, ირაკლი აზაროვის „ტრაბზონსპორში“ ტრანსფერი ამ ეტაპზე შეჩერებულია. ამის შესახებ თურქული მედია წერს.

Hurriyet-ის ინფორმაციით, ბოლო მომენტამდე ყველაფერი მზად იყო, ფეხბურთელმა კლუბის ხელმძღვანელებთან ერთად ტრაბზონში ისაუზმა კიდეც, მაგრამ „დინამო ბათუმმა“ ფეხბურთელის ფასი გაზარდა, რამაც მოლაპარაკებები, როგორც ცნობილია ჩიხში შეიყვანა. წყაროს თანახმად, ტრაბზონელთა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ტრანსფერი ამ დროისთვის თაროზე შემოდონ და მოლაპარაკებები შეჩერდა.

ხსენებული თურქული გამოცემა იმასაც წერს, რომ აზაროვი უკვე საქართველოში დაბრუნდა, „ტრაბზონსპორმა“ ქართველის ალტერნატივად ორი მარცხენა მცველი უკვე შეარჩია - „უნიონ ბერლინის“ პოლონელი ფეხბურთელი ტიმოტეუშ პუხაჩი და „სივასპორის“ წევრი უღურ ჩიფტჩი.

შეგახსენებთ, ირაკლი აზაროვმა საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გასულ სეზონში 35 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. მას საქართველოს ნაკრებში 6 შეხვედრა აქვს ჩატარებული. თურქული მედიის ცნობით, "ტრაბზონი" 19 წლის ქართველ მცველში 1.8 მილიონ ევროს იხდიდა, საიდანაც 40% "დინამო თბილისს" ერგებოდა.

0.109552