ჩოგბურთი

13:27 | 5.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ATP Cup-ზე სტეფანოს ციციპასთან მატჩი შეწყვიტა

ATP Cup-ზე საქართველოს ნაკრები D ჯგუფის მესამე ტურში საბერძნეთს ეთამაშება. ნიკოლოზ ბასილაშვილი სტეფანოს ციციპასს დაუპირისპირდა და პირველივე სეტში თამაში შეწყვიტა.

ნიკოლოზი 1:4 მარცხდებოდა და მატჩის 26-ე წუთი იყო, როდესაც თამაშის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. მიზეზი სუნთქვის პრობლემები გახდა. შედეგად, ციციპასმა მოიგო და საბერძნეთის ნაკრების უპირატესობა გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზმა ცოტა ხნის წინ კორონავირუსი გადაიტანა და როგორც ჩანს, ჯერ ჯანმრთელობა იდეალურ მდგომარეობაში არ აქვს.

მანამდე, ალექსანდრე მეტრეველი მიხაილ პერვოლარაკისს შეხვდა და ორ სეტში, 3:6, 2:6 წააგო. შედეგად, ბერძნები 2:0-ს იგებენ და მატჩის ბედი გადაწყვეტილია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა მანამდე არგენტინისა და პოლონეთის ნაკრებებთან ერთნაირი ანგარიშით, 0:3 წააგო და ჯგუფიდან გასვლის შანსი უკვე დაკარგული აქვს.

0.122204