თამაშგარე

11:39 | 5.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

დემბელეს უცნაური ქორწილი

წინასაახალწლო, საახალწლო და პოსტსაახალწლო პერიოდებში არავის გვეცალა იმ ამბისთვის, რომ უსმან დემბელემ 2021 წლის მიწურულს ცოლი მოიყვანა და მიუხედავად მთელს მსოფლიოში არსებული კორონა-რეგულაციებისა, მუსლიმური წესების სრული დაცვით დაშხოშიანი ქორწილიც გადაიხადა.

ქორწილში უსმანმა როგორც ნაკრებში, ასევე კატალონიის “ბარსელონაში“ მასთან ერთად მობურთალი ბიჭები დაპატიჟა, რომლებმაც უალკოჰოლო ქორწილის სუფრაზე როგორი დრო ატარეს ნამდვილად არ ვიცით, თუმცა ის კი ვიცით, რომ თავად დემბელე ნამეტანი ბედნიერი იყო და იძახდა - ასეთი კარგი დღე ჯერ არ გამთენებიაო.

ევროპის ბულავრული მედია უკმაყოფილოა მხოლოდ იმით, რომ დემბელეს დიდი ქორწილიდან სულ ორი ფოტოსურათი გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი. ერთგან მობურთალი თავის ახლადმოყვანილი ცოლის გვერდით იღერებს კისერს, მეორეგან კი მხოლოდ პატარძალია გადაღებული.

0.146893