ჩოგბურთი

3:09 | 5.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობაზე ითამაშებს

ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობაზე ითამაშებს. სერბი ჩოგბურთელის განცხადებით, ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც მისთვის გამონაკლისი დაუშვეს და ტურნირზე თამაშის ნებართვა, ვაქცინაციის სტატუსის გაუმჟღავნებლად მისცეს და ქვეყანაში შეზღუდვების გარეშე შესვლის ნებაც დართეს.

მსოფლიოს პირველ ჩოგანს, ვისაც მელბურნის ტურნირი ცხრაჯერ აქვს მოგებული, აქამდე გადაწყვეტილი არ ჰქონდა, ითამაშებდა თუ არა სეზონის პირველ სლემზე, რომელიც სტარტს 17 იანვარს აიღებს.

ტენის ავსტრალიას განცხადებით, ჯოკოვიჩმა სამედიცინო გამონაკლისის მისაღებად, სპეციალური აპლიკაცია შეავსო, რომელიც დამოუკიდებელ ექსპერტთა სამკაციანმა ჯგუფმა განიხილა და მას ტურნირზე გამოსვლის უფლება მისცა. თუმცა 34 წლის ჩოგბურთელს ვერიფიკაციის ორეტაპიანი პროცესი აქვს გასავლელი.

ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობისთვის ესპანეთის მარბელაში ემზადება, საიდანაც მალე მელბურნში გაემგზავრება.

შეგახსენებთ, რომ ჯოკოვიჩს დიდი სლემის 20 ტიტული აქვს მოპოვებული, იმდენივე, რამდენიც როჯერ ფედერერს და რაფაელ ნადალს.

0.11395