ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველი ენსლი მეიტლენდ-ნაილსი კარიერას „რომაში“ გააგრძელებს. ტრანსფერი გადაწყვეტილია და 24 წლის ინგლისელი დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
მეიტლენდ-ნაილსი „რომას“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა, მაგრამ კლუბს მისი გამოსყიდვის უფლება არ ექნება. გარიგება იტალიელებს ნახევარი მილიონი ევრო დაუჯდებათ.
მეიტლენდ-ნაილსი „არსენალის“ აკადემიის აღზრდილია და ლონდონელთა რიგებში 132 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი. მას იჯარით ასევე უთამაშია „იფსვიჩ თაუნსა“ და „ვესტ ბრომვიჩ ალბიონში“, ინგლისის ნაკრების ღირსება კი 5 შეხვედრაში დაიცვა.