ფეხბურთი

10:26 | 5.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუკაკუმ ბოდიში მოიხადა: "დღეიდან ყოველდღე ვეცდები, რომ "ჩელსის" ერთგულება დავამტკიცო"

ლონდონის „ჩელსის“ თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადებების გამო გულშემატკივრებს საჯაროდ ბოდიში მოუხადა.

ბელგიელი ფეხბურთელის საბოდიშო სიტყვები ინგლისური გუნდის ვებგვერდმა გამოაქვეყნა.

„ბოდიშს ვიხდი იმ არეულობისთვის, რაც შევქმენი. იცით, როგორ ვარ კლუბთან დაკავშირებული ჯერ კიდევ თინეიჯერობის პერიოდიდან. სრულიად მესმის თქვენი იმედგაცრუება და ვიცი, რომ ახლა ჩემზეა დამოკიდებული თქვენი ნდობის მოპოვება. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყოველდღე გამოვავლინო ჩემი ერთგულება ვარჯიშებსა და მატჩებში.

ბოდიშს ვუხდი მწვრთნელს, იგივე გავაკეთე ჩემი თანაგუნდელებისა და კლუბის ხელმძღვანელობის წინაშე. ახლა ამ გვერდის გადაფურცვლის დროა, წინ ვიყურები და მატჩების მოგება მსურს, გუნდის დახმარება, რაც შეიძლება საუკეთესო თამაშით“, - თქვა ლუკაკუმ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ რომელუ ლუკაკუმ განაცხადა, რომ „ჩელსიში“ თავს ბედნიერად არ გრძნობდა და მილანის „ინტერში“ დაბრუნება სურდა. ამ განცხადების გამო ბელგიელი დაისაჯა და „ლივერპულთან“ სამატჩო განაცხადში არ შეიყვანეს. შემდეგ მასთან ტომას ტუხელმა ისაუბრა, ახლა კი ყველაფერი საჯარო ბოდიშით დაგვირგვინდა.

0.123128