ფეხბურთი

0:59 | 5.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნიდერლანდების ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა კარიერა 30 წლის ასაკში დაასრულა

პსვ ეინდჰოვენის ნახევარმცველმა დავი პროპერმა კარიერა მოულოდნელად 30 წლის ასაკში დაასრულა. ნიდერლანდელ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებდა, მაგრამ ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება არჩია.

„გადაწყვეტილება შობის წინ მივიღე და ეს დიდ შვებას ჰგავს. ვიცი, რომ ეს სწორი არჩევანია. საზღვარგარეთ ყოფნისას მივხვდი, რომ თანდათან ვკარგავდი ფეხბურთის თამაშისგან სიამოვნების მიღებას. იმედი მქონდა, რომ ნიდერლანდებში დაბრუნებით ეს დამიბრუნდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ მოხდა. ფეხბურთში თავს კომფორტულად ვეღარ ვგრძნობდი“, - თქვა პროპერმა.

დავი პროპერმა კარიერა „ვიტესში“ დაიწყო, სადაც 2008-2015 წლებში ითამაშა, შემდეგ ორი სეზონი პსვ-ში გაატარა, ხოლო 2017-2021 წლებში „ბრაიტონის“ ღირსებას იცავდა. ის პსვ-ს გასულ ზაფხულს დაუბრუნდა და მიმდინარე სეზონში 15 მატჩში 1 გოლიც გაიტანა. 30 წლის ფეხბურთელს ნიდერლანდების ნაკრებში 2015-2019 წლებში 19-ჯერ უთამაშია და 3 გოლის გატანაც მოახერხა.

0.12445