ფეხბურთი

23:58 | 4.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

მბაპეს ყიდვის შემთხვევაში ჰოლანდს "რეალში" გადასვლა არ სურს

დორტმუნდის "ბორუსიას" თავდამსხმელმა ერლინგ ჰოლანდმა შესაძლოა მადრიდის "რეალში" გადასვლაზე უარი თქვას.

მადრიდის "რეალი" მომავალ ზაფხულს სავარაუდოდ, პსჟ-ს თავდამსხმელს კილიან მბაპეს შეიძენს. Cuatro-ს ცნობით, ჰოლანდი ამ შემთხვევაში უარს იტყვის მადრიდულ კლუბში გადასვლაზე, რადგან გუნდის ერთპიროვნული ლიდერი ვერ იქნება და ფრანგთან თამაში არ სურს.

ნორვეგიელი ფორვარდის კიდევ ერთი პრეტენდენტი „ბარსელონაა“ და კატალონელთა პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ფეხბურთელის გაფორმების სურვილი ადრე გამოაცხადა. ისიც დაიწერა, რომ ჰოლანდი არჩევანს სწორედ „ბარსასა“ და „რეალს“ შორის გააკეთებს.

მიმდინარე სეზონში 21 წლის ფეხბურთელმა „დორტმუნდის“ მაისურით 16 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. გავრცელებული ცნობით, ზაფხულში ჰოლანდის გამოსასყიდი თანხა 75 მილიონი ევრო იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108037