ფეხბურთი

21:24 | 4.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელი: "ლუკაკუმ ბოდიში მოიხადა, ის "ჩელსის" ერთგულია"

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა რომელუ ლუკაკუს შესახებ ისაუბრა, რომელიც კლუბმა გაკეთებული განცხადებების გამო დასაჯა და „ლივერპულთან“ განაცხადშიც არ შეიყვანეს.

ბელგიელმა მანამდე ერთ-ერთ ინტერვიუში საჯაროდ აღიარა, რომ „ჩელსიში“ ბედნიერი არ არის და „ინტერში“ დაბრუნება სურდა. ამ კომენტარმა კი ინგლისური კლუბის მესვეურების გაბრაზება გამოიწვია.

„უპირველეს ყოვლისა მოხარული ვართ, რომ დრო გამოვნახეთ და ფაქტი მშვიდად გავაანალიზეთ. მან ბოდიში მოიხადა და დღევანდელი ვარჯიშისთვის გუნდს დაუბრუნდა. მთავარი გვესმოდეს და გვჯეროდეს, რომ ეს განზრახ არ გაუკეთებია.

მან იცის რა მოხდა და გრძნობს პასუხისმგებლობას. აქვს სიტუაციის გამოსწორების სურვილი, გვიხარია, რომ ის ჩვენი მოთამაშეა და მას დავიცავთ. ბევრს მუშაობს და მისმა სიტყვებმა ამიტომაც გამაოცა. არასდროს შემიტანია ეჭვი მის ერთგულებაში, ამ განცხადებით, არასასურველი ხმაური შექმნა, მაგრამ გუნდისადმი მის ერთგულებაში ეჭვი არ მეპარება. მასთან დაკავშირებით სიტუაცია ნორმალურია“, - თქვა ტუხელმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119423