საქართველოს ნაკრებისა და კიევის „დინამოს“ ნახევარმცველის, გიორგი წიტაიშვილის „სლოვანში“ შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი უკრაინელმა აგენტმა ვიაჩესლავ ზახოვაილოვმა გააკეთა.
როგორც მან განაცხადა, სლოვაკეთის ჩემპიონატში წიტაიშვილი უბრალოდ პელე იქნება, მაგრამ მას ეჭვი ეპარება, რომ სლოვაკები ტრანსფერში 2 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ. როგორც ზახოვაილოვმა თქვა, 2 მილიონად სლოვაკები ფეხბურთელებს არ ყიდულობენ, ამ ფასში - ყიდიან.
„სლოვანი“ ამჟამად ფლანგის ფეხბურთელებს დაჟინებული ეძებს და შესაბამისად, შესაძლოა, კლუბი წიტაიშვილის კანდიდატურით დაინტერესებული იყოს. ახლა არ ვაპირებ გარიგების პოტენციურ თანხაზე საუბარს, მაგრამ ბრატისლავური კლუბისთვის 2 მილიონი ძალიან დიდი მაჩვენებელია. ჩვეულებრივ, ისინი 500 ათასი ევროს ფარგლებში ახორციელებენ ტრანსფერებს, 1 მილიონი შეიძლება რეკორდულიც იყოს, მაგრამ 2 მილიონი ზედმეტია, ამიტომ, ამ თანხის სანდოობაში ეჭვი არსებობს, ამ ეტაპზე ჯერ არ არიან.
ჩეხეთსა და სლოვაკეთში, როგორც წესი ნაკლებ ფულს იხდიან ტრანსფერებშია, რათა მოგვიანებით მოგება მიიღონ. 1.5-2 მილიონ ევროდ ამ ქვეყნებიდან ფეხბურთელები იყიდებიან, მაგრამ ამ ფასში ნამდვილად არ ყიდულობენ. რაც შეეხება წიტაიშვილის პერსპექტივებს „სლოვანში“, თითოეული ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანია მწვრთნელი, რომელიც მას ენდობა. ამავე დროს ფეხბურთელმაც ისე უნდა ითამაშოს, როგორც მწვრთნელი დაავალებს. ზოგადად, სლოვაკურ ფეხბურთში წიტაიშვილი დამკვიდრდება. იქ გაცილებით დაბალი ტემპია, ვიდრე იმავე უკრაინის პრემიერლიგაშია. შედარებისთვის, როდესაც ერიკ რამირესი სლოვაკეთიდან უკრაინაში მოვიდა, მაშინვე ვთქვი, რომ ვერ ითამაშებდა, რადგან სლოვაკეთში ყველაფერი ფეხით კეთდება, ბიჭები წინააღმდეგობის გარეშე თამაშობენ. ამიტომ, წიტაიშვილი იქ უბრალოდ პელე იქნება“, - თქვა ზახოვაილოვმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი წიტაიშვილმა მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი იჯარით ოდესის „ჩერნომორეცში“ გაატარა და 13 მატჩში 1 გოლი გაიტანა.