ავტორიტეტულმა ჟურნალმა L’Equipe-მა 2021 წლის სიმბოლური ნაკრების სია გამოაქვეყნა, რომელშიც ვერ მოხვდნენ „ოქროს ბურთის“ წლევანდელი მფლობელი, ლიონელ მესი და ამჟამად „მანჩესტერ იუნაიტედის“ დიდვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ.
სიმბოლური ნაკრები კი ასე გამოიყურება:
მეკარე: ედუარ მენდი („ჩელსი“)
მცველები: ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი („ლივერპული“), რუბენ დიაში („მანჩესტერ სიტი“), მარკინიოსი (პსჟ), ტეო ერნანდესი („მილანი“)
ნახევარმცველები: ნგოლო კანტე („ჩელსი“), ჟორჟინიო („ჩელსი“), კევინ დე ბრუინი („მანჩესტერ სიტი“), მოჰამედ სალაჰი („ლივერპული“)
თავდამსხმელები: კარიმ ბენზემა (მადრიდის „რეალი“), რობერტ ლევანდოვსკი („ბაიერნი“)