ფეხბურთი

11:49 | 4.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგის კლუბები ერიკსენით დაინტერესდნენ

ინგლისური პრემიერლიგის რამდენიმე კლუბი დანიელი ნახევარმცველით, კრისტიან ერიკსენით დაინტერესდა - გვამცნობს Daily Mail.

წყაროს ინფორმაციით, მოთამაშემ ვარჯიში განაახლა და დიდ ფეხბურთში დაბრუნება სურს. იანვრიდან კი რომელიმე კლუბთან ერთად ჯგუფურ ვარჯიშებზეც არ იტყოდა უარს.

შეგახსენებთ, რომ 17 დეკემბერს ორივე მხარის შეთანხმებით, „ინტერმა“ ერიკსენის გათავისუფლების შესახებ განაცხადა. მოგეხსენებათ, სერია А-ს წესების თანახმად, ადამიანს, რომელსაც გულში დეფიბრილატორი უდგას, თამაშის უფლება არ აქვს.

ერიკსენმა ევრო 2020-ის დროს კლინიკური სიკვდილი გადაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109305