ფეხბურთი

11:20 | 4.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ნიუკასლი“ ტრიპიერის გადაბირებას ცდილობს

„ნიუკასლის“ ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ მადრიდის „ატლეტიკოს“ მცველის, კირან ტრიპიერის შეძენას შეძლებს - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

წყაროს ინფორმაციით, ინგლისური კლუბი ტრიპიერში დაახლოებით 27 მილიონ ევროს გადაიხდის. შესეძლებელია გარკვეული ბონუსებიც. ფეხბურთელს თავადაც სურს ინგლისში დაბრუნება. მადრიდული კლუბი წინააღმდეგი არ არის.

ტრიპიერი „ატლეტიკოს“ მოთამაშე 2019 წლის ზაფხულში გახდა. მაშინ „ატლეტიკომ“ „ტოტენჰემს“ ტრანსფერში 22 მილიონი ევრო გადაუხადა. არსებულ კონტრაქტს კი ვადა 2023 წლის ზაფხულში გასდის.

0.112845