„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ, კარიერაში მე-200 გოლი გაიტანა - გვამცნობს Goal-ის ტვიტერი.
საფრანგეთის თასის 1/16 ფინალში პარიზულმა კლუბმა „ვანი“ 4:0 გაანადგურა, მბაპემ ჰეთ-თრიქი შეასრულა.
ეს მბაპეს მე-200 და 201-ე გოლები გახლდათ კარიერაში. ასევე მან 150-ე ბურთი გაიტანა პსჟ-ის შემადგელობაში.
შეგახსენებთ, რომ მბაპე პსჟ-ში 2017 წლის ზაფხულში გადავიდა „მონაკოდან.“ პარიზულ კლუბთან მის კონტრაქტს ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.