სხვა

2:38 | 4.01.2022 | ნანახია 137 - ჯერ

შიფრინი რბოლებს ზაგრებში დაუბრუნდება

ქალ სამთო მოთხილამურეთა მსოფლიო თასის ამერიკელი ლიდერი, მიკაელა შიფრინი რბოლებს სამშაბათს, ხორვატიაში დაუბრუნდება. მან ორი რბოლა, რომლებიც ლინცში (ავსტრია) ჩატარდა, კოვიდ-19-ით ინფიცირების მიზეზით გამოტოვა.

„ხვალ, ზაგრებში გნახავთ“, - 26 წლის შიფრინმა ტვიტერზე თავის ფანებს ასე შეატყობინა თავისი დაბრუნების ამბავი. ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლინცში სლალომის და გიგანტური სლალომის შეჯიბრები გააცდინა.

შიფრინი ზაგრების სლალომის განაცხადში უკვე შეყვანილია. ამ სახეობაში მან ოლიმპიური ოქრო სოჭის ოლიმპიადაზე მოიპოვა, პიონჩანში კი ოლიმპიური ჩემპიონი გიგანტურ სლალომში გახდა. ორივე სახეობაში ფავორიტი პეკინის თამაშებზეც იქნება.

შიფრინს ზაგრებში წინა ოთხი სლალომი აქვს მოგებული და იმის მიუხედავად, რომ ავადმყოფობის გამო, ორი რბოლა გაუცდა, ახლაც ფავორიტი იქნება. ახლახანს მან კურშეველში (საფრანგეთი), თავის კარიერაში 72-ე გამარჯვება იზეიმა.

ზაგრების რბოლის წინ, შვეიცარიის სათხილამურო სპორტის ფედარაციამ გამოაცხადა, რომ მის სამ წევრს კორონვირუსი აღმოაჩნდა, რის გამოც, ისინი ზაგრებში ვერ იასპარეზებენ.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.126985