სხვა

14:57 | 3.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ვიქტორ სანეევი გარდაიცვალა

ლეგენდარული ქართველი მძლეოსანი ვიქტორ სანეევი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ბოლო დროს ავსტრალიაში მუშაობდა და სიდნეიში გარდაიცვალა, რისი მიზეზიც ინფარქტი გახდა.

ვიქტორ სანეევი საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა, ის სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახლდათ.

მან ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული 1968, 1972 და 1976 წლებში მოიპოვა, 1980 წელს კი ვერცხლის მედალს დაეუფლა. სანეევი ასევე იყო ორგზის ევროპის, 8-გზის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და სამგზის მსოფლიო რეკორდსმენი.

WORLDSPORT.GE-ს რედაქცია უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ნათესავებს, ახლობლებსა და ქართული სპორტის სამყაროს.

0.112267