ავტოსპორტი

3:44 | 3.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ალ-ატიამ ისევ მოიგო, „აუდის“ პრობლემები აქვს

დაკარის რალი მარათონის პირველი ეტაპი პრობლემური გამოდგა „აუდის“ სარბოლ ელექტრომობილ „RS Q e-ტრონისთვის“. „ტოიოტას“ ყატარელმა ნასერ ალ-ატიამ კი საუკეთესო დრო დააფიქსირა და პროლოგზე გამარჯვების შემდეგ, კიდევ ერთი რბოლა, პირველი ეტაპი მოიგო.

თუმცა „აუდისთვის“ რბოლა კარგად დაიწყო. 333-კილომეტრიანი მარშრუტის 120 კილომეტრის შემდეგ, გერმანული კომპანიის გუნდის პირველი ნომერი სტეფან პეტერანასელი მეორე ადგილზე იყო და ალ-ატიას მხოლოდ ექვსი წამით ჩამორჩებოდა.

მაგრამ დაკარის 14-გზის ჩემპიონს მალე ინციდენტი შეემთხვა, რა დროსაც, უკანა ღერძი და უკანა მარცხენა საკიდარი დაზიანდა. ფრანგი ოთხი საათი ელოდა დახმარებას.

„აუდის“ პრობლემები ამით არ დასრულებულა. კარლოს საინსმა, ეტაპის მიწურულს, ჩეკპოინტის ძებნაში, ორ შაათზე მეტი დაკარგა. სანამ ეს მოხდებოდა, მის მანქანას პრობლემები ჰქონდა, რაზეც ესპანელმა ექვს წუთზე მეტი დაკარგა. ასევე ჩამორჩა გუნდის შვედი მრბოლი მატიას ეკსტრომი.

„აუდის“ პრობლემების წყალობით, მეორე ადგილზე გადაინაცვლა რალის მსოფლიო ჩემპიონატის ცხრაგზის ტრიუმფატორმა, ფრანგმა სებასტიან ლოებმა (ბაჰრეინ რეიდ იქსტრიმ). მან და ალ-ატიამ, რბოლის პირველი ნწილი თითქმის ერთ დროში გაიარეს. ეს იყო ორად ორი მონაწილე, რომლებმაც ჩეკპოინტს იოლად მიაღწიეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119293