კალათბურთი

18:10 | 2.01.2022 | ნანახია 2269 - ჯერ

მამუკელაშვილის სამქულიანი და "მილუოკის" ზედიზედ მეხუთე მოგება

2022 წელს პირველი მატჩი ჩაატარა „მილუოკი ბაქსმა“, რომელმაც საკუთარ მოედანზე „ნიუ ორლეან პელიკანსს“ უმასპინძლა და საკმაოდ ადვილად, 136:113 მოიგო. ეს NBA-ს მოქმედი ჩემპიონისთვის მიჯრით მეხუთე გამარჯვება აღმოჩნდა.

სანდრო მამუკელაშვილმა წლის პირველ შეხვედრაში პრაკეტზე 2:48 წუთი გაატარა და საკუთარ გუნდს 3 ქულით შეეწია. სანდრომ 1 სამქულიანი ისროლა და კალათში მოათავსა.

ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იანის ანტეტონკუმპო იყო, რომელმაც 35 ქულით, 16 მოხსნითა და 10 პასით სამმაგი დუბლი მიითვალა. „პელიკანსში“ გამორჩეული ჯექსონ ჰეიესი გახლდათ. 22 წლის ცენტრმა 27:32 წუთში 23 ქულა, 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. დამარცხებულთა რიგებში სამმაგ დუბლამდე ერთადერთი პასი დააკლდა ჯოშ ჰარტს - 14 ქულა, 11 მოხსნა, 9 პასი.

„მილუოკი ბაქსი“ 25 მოგებით და 13 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა, მომდენო ტურში კი 4 იანვარს, „დეტროიტ პისტონსთან“ გამართავს.


კომენტარები (40)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:08 | 08.01.2022
Kobe Bean (21723)

მე მგონი ოკლაჰომას მენეჯერები სწორად მოიქცნენ როცა დურანტ-ჰარდენ-რასის ტრიო დაშალეს თუ შემოეშალად)))ფაქტია რომ ვერც ჰარდენმა და ვერც ვესტბრუკმა ვერაფერი ვერ გააკეთეს.ნუ ახლა სტატისტიკები დეს და მვპ-იც გახდენ კი მაგრამ საჩემპიონო შედეგი ნოლი.ჰარდენი კიდევ კარგი იყო ჰიუსტონში და იბრძოდა ბეჭედზე მაგრამ მაინც არ იყო ბოლომდე საპლეიოფო კაცი,აი ბრუკლინში კი საერთოდ დაიკარგა.ეგ იმის ბრალიცაა რომ ლიგამ ცოტა წესები გაამკაცრა და მასე ყველაფერზე ფოლს აღარ უსტვენენ წვერას მაგრამ მეორე ფაქტორიცაა,ჰარდენს სხვაზე უკეთეს მოთამაშესთან ერთ გუნდში თამაში არ შეუძლია.დურანტი ჰარდენზე ძლიერი მოთამაშეა და ამის გამო იკარგება წვერაც.ვესტბრუკი კი სულ ვესტბრუკი იქნება და რაღა უნდა თქვა.ტიპმა 5 წლის და 400+ თამაშის შემდეგ პირველად დაამთავრა თამაში 0 დაკარგვით.ასე რომ ალბათ არ ნანობენ ოკეისის ბოსები მაგ ტრიოს დაშლას

14:33 | 08.01.2022
Kobe Bean (21723)

ჰარდენი თუ მასე მოუკლებდა ბრუკლინში ნაღდად არ მეგონა.მეტი წარმოდგენა მქონდა მაგ კაცზე.არასდროს მეგონა სასწაული დონე მაგრამ ჰიუსტონის გარეთ ასეთი სუსტი თუ იქნებოდა მაგას ნაღდად ვერ ვიფიქრებდი.დეროუზენი ბევრად უკეთესია წელს რასაც ვერასდროს ვერ ვიფიქრებდი

14:30 | 08.01.2022
Kobe Bean (21723)

რაც შეეხება ბაქსი-ნეთს კაირი არ ყავდა ბრუკლინს და მარტო დურანტს რომ მოუგებდნენ ეგ ცხადი იყო ისედაც.ჰარდენი გინდ ყოფილა და გინდ არა,მეტი არც არავინ ყავთ)))

14:28 | 08.01.2022
Kobe Bean (21723)

მეფე აგდებს ტემპს?არ იცნობთ მაგას კიდევ)))ეგ გაიწევს მვპ-ზე აგერ მე და აგერ ამერიკა)))

11:16 | 08.01.2022
კართაგენი28 (12615)

ისეირნა ბერძენმა 27 წუთი და მარტივად მოუყომარეს ნეტს . ბაქსი ძალიან მაგარი გუნდია და ჩემი აზრით ბერძენმა უნდა მოინდომოს და დადოს მვპ და პლიუს კიდევ ერთი ბეჭედი ბერძენს ჰაკიმის შემდეგ ყველაზე წინ დააყენებს
მოკლედ ბაქსი ყველაზე ძლიერი გუნდია დღეს ლიგაში

00:25 | 08.01.2022
Kobe Bean (21723)

რაც შეეხება ზოგადად საუკეთესო დამცველს,რეგულარულის მიხედვით დრაიმონდი ბევრად წინ დგას ყველაზე და ულაპარაკოდ ეკუთვნის წლის დამცველის წოდება მაგრამ ზოგადად ლიგის საუკეთესო დამცველი არის თუ არა გრინი მაინც საკითხავია ეგეც.ლიგაში არის იანისი,არის წარბა რომელსაც შეუძლია დაიბრუნოს ფორმა,არის კავაი რომელმაც თუ გაიხსენა დაცვაში თამაში გრინი ვერაფერს უზამს მაგას,არის ემბიდი და რამდენიმე კაცი კიდევ

00:11 | 08.01.2022
Kobe Bean (21723)

ვინ არ უყურებს კალათბურთს?ბაქსი ჰიტი ხო აღიარებულია და დამწყებმაც იცის რომ დღეს პლეიოფში მაგ ორ გუნდს ყველაზე მაგარი დაცვის თამაში შეუძლიათ,მაგათ შემდეგ ჯანმრთელ გოლდენს როგორ უნდა შეადარო ფინიქსის დაცვა?კლეი გრინი ვიგინსი ცოცხლად შეჭამენ მთელ ფინიქსს.რომელია სანსში მაგარი დამცველი ბრიჯისის გარდა?პოლი დაბერდა,ბუკერი არაა კარგი დამცველი,აიტონი ვაბშე დირკაა დაცვაში.კრაუდერი ნორმალური დამცველია მაგრამ რა განსაკუთრებული დამცველი კრაუდერია?ხოდა როგორ ჯობია ფინიქსი გოლდენს დაცვაში?ეს ახლა რეგულარულს რომ უყურებთ მარტო მასე არაა საქმე და მაგ რეგულარულშიც აჩვენებს გოლდენი თავის დაცვით უნარებს.კარგ დაცვას თამაშობს სანსი მაგრამ ტოპ 3 დამცველი გუნდში არაა.ჯანმრთელ კლიპერსს დაუდგება?კავაი ჯორჯი ორი ელიტარული დამცველი მარტო ეგ ორი კაციც კმარა ფინიქსს რომ აჯობონ.პლუს მორისი იბაკა.იუტას რითი ჯობია სანსი დაცვით?გუნდში არის გობერი რომელიც აიტონს ასჯერ ჯობია დაცვაში,არის კონლი,არის როის ონილი რომელიც როდმანივით მარტო დაცვისთვის ყავთ.ფინიქსში ერთადერთი კაცია მაგარი დამცველი,ბრიჯისი მეტი არავინ.პოლი დაბერდა

11:14 | 08.01.2022
კართაგენი28 (12615)

შენ რომ ფინიქსის შეხვედრები ნანახი გქონდეს გეცოდინება როგორი მომატებული აქვს აიტონს დაცვაში და აქ დირკააო არ დაწერდი . კრაუდერი სეტიზული დამცველია და ეგ და ბრიჯესი ძალიან მაგარი დუოა და ზოგადად მონტი ვილიამსი მაგარ სისტემურ დაცვას ათამაშებს გუნდს და დაჯე ბუკეუიც რომელიც ძაან ცუდი დამცველია ამ სისტემით ნორმალურ დაცვას თამაშობდა წინა სეზონის ფლეიოფში . მოკლედ ამ სეზონშიც რიცა უნდა მაშინ უმატებს ფინიქსი დაცვას და მაგიტომაც არის რეგულარულის ლიდერი . საუბარი არაა გოლდენს ძაან სერიოზული დაცვა ყავს , თუმცა ჩემი აზრით ფინიქსი ფლეიოფში უკეთესს დაცვას დადებს და ისედაც თუ მოხდა გოლდენი ფინიქსის სერია ჩემი აზრით სანსი მოიგებს

14:26 | 08.01.2022
Kobe Bean (21723)

გუნდურ სისტემას თუ შევეხებით არ მგონია გოლდენზე კარგად აწყობილი სისტემა იყოს სანსი პოლის და მონტის დიდი პატივისცემის მიუხედავად.მოკლედ აღარ მინდა ამაზე კამათი,ყველას ჩვენი აზრი გვაქვს.შენ თუ მასე ფიქრობ რომ სანსი გოლდენზე უკეთესია დაცვაში გინდ გუნდურში,გინდ ინდივიდუალურში იფიქრე ჯიგარო არავინ გიშლის მაგრამ მე ვერ დაგეთანხმები

19:18 | 07.01.2022
კართაგენი28 (12615)

რაც შეეხება ტოპ დამცველებს მოკლედ ჩამოვწერ 10 საუკეთესო დამცველს დღეს ლიგაში
1.გრინი
2 გობერი
3 ბერძენი
4 ჯრუ
5 ბრიჯესი
6 თაიბული
7 ვიგინსი
8 სმარტი
9 დეჟანტე
10ადებაიო
სიმონსი არ შევიყვანე იმიტომ რომ საერთოდ არ თამაშობს და დევისი კიდევ რაც ითამაშა ნოლი იყო დაცვაში ამ სეზონში
ჩამოწერეთ თქვენი ვერსიებიც

19:12 | 07.01.2022
კართაგენი28 (12615)

ბერძენისგან განსხვავებით ლიგაში არის ერთი კალათბურთელი ვისაც ძალიან უნდა მვპ ან სქორინგ ჩემპიონი მოიგოს ( სამწუხაროდ ბეჭედის შანსი ამ მოცემულობით არ აქვს ) ჯოელ ემბიდზე მაქვს საუბარი , რომლის ეგოს და იმ დონეს რაც აქვს ჰაერივით ჭირდება რამის მოგება
წინა სეზონი ქონდა ძალიან მაგარი და რომ არა ტრამვა მვპ ნაღდად ეგ გახდებოდა და ამ სეზონში ყველაფერს იზამს მვპ ან სქორინგი დადოს
ძაან მაგრად მევასება ემბიდი , ტიპი ოლდ სქულის დომინანტობის და თანამედროვე ცენტრის სასწაული სინთეზია და ნაღდად რომ არა ტრამვები გაცილებით დიდი მოვლენა იქნებოდა ლიგაში და ვნახოთ იმედი მაქვს მაგარი სეზონი ექნება ბოლო დროს მაგრად აკრიფა და თუ თამაშებსაც შეხედავთ სერიოზული მოტივაციაც აქვს დონე სტატი და თამაში დადოს
ჯამრთელი ბერძენი ან ჯამრთელი ემვიდი მოიგებს მვპ ესაა ჩემი პროგნოზი და კიდევ დავამატებ რომ მინესოტა და კლივლენდი შევლენ ფლეიოფში

19:05 | 07.01.2022
კართაგენი28 (12615)

ზოგჯერ მგონია რომ კალათბურთს არ უყურებთ
მოკლედ ჯერ ერთი ფინიქსი ნამდვილად არის ტოპ 3 დაცვითი გუნდი და ეს წინა ფლეიოფში ნათლად დაგვანახა
რეგულარულში ეგრე არც ბაქსი თამაშობს დაცვას და დიდად ერთი Dეხედვით არც ფინიქსი ,მე საფლეიპფოდ ვიგულისხმე დაცვითი გუნდები
მოკლედ ჩემი აზრით ფლეიოფში ჰიტი - ბაქსი - ფინიქსი - გოლდენი - ჯაზი
ეს ხუთი გინდი იქნება ძალიან მაგარი დაცვის მთამაშებელი და მანდ ფილაც შეგვიძლია მივამატოდ კარგ დამცველ ფოინთ გარდს თუ დაიმატებეს
რაც შეეხება საუკეთესო მოთამაშეობას ამ სეზონის ბოლოს ვისაუბროთ ვინ რაც დადებს . მე პირად მჯერა ბერძენის და იმისიც რომ რეალურად ძალების დაზოგვით თამაშობს და მაინც ესეთ დონეს დებს
დილით იმედის ბრუკლინთან იქნება იანასი და კიდევ ერთხელ გვანახებს რა დონეა ესეთ მეტოქეებთან , ნუ თუ ბერძენი იქნება სერიოზული ჩეხვა გველოდება და ღირს გათენებად

15:42 | 07.01.2022
Kobe Bean (21723)

კობიმ კარიერის 30 პროცენტი მეორე ოპციის რანგში გაატარა და მაინც დატოვა ისეთი სახელი რომ ჯორდან-ლებრონის გვერდით სახსენებელია,ხალხის რომლებმაც კარიერის 100 პროცენტი პირველი ოპციის რანგში გაატარეს(ნუ ლებრონმა 97-98 პროცენტი რადგან ვეიდის მეორე ოპცია იყო რაღაც პერიოდი).ტიპს არ გაუმართლა პრაიმ შაკის გუნდში რომ მოხვდა პატარა ბიჭი.აბა იგივე ჯორდანი ან ლებრონი მოხვედრილიყვნენ 18-22 წლის ასაკში პრაიმ შაკის გუნდში და ვნახავდით ვინ იქნებოდა გუნდის პირველი კაცი.იმ შაკთან პირველი ოპცია ვერავინ ვერ იქნებოდა იმ ასაკში რა ასაკშიც მაშინ კობი იყო,თუმცა ისტორიას მაინც დარჩა ის რომ მეორე ოპციის რანგში აქვს 3 ბეჭედი მოგებული და ეგ ბევრს აკლებს ლებრონ-ჯორდანთან მიმართებაში

15:33 | 07.01.2022
Kobe Bean (21723)

დურანტი კარი იანისი კავაი თუ სხვები დიდი მოთამაშეები არიან მაგრამ ლებრონ-კობისთან არიან ჩვეულებრივი ჭუჭუები.ეგ ორი ცოტა სხვა დონეა.2016-ის ოლსტარზე თქვა მამბამ მე მივდივარ მაგრამ ამას ვტოვებო.ორივემ იცოდა რა დონეები იყვნენ თვითონ და რა დონეები იყვნენ სხვები მაგათთან შედარებით.კობის იღბალი არ ქონდა,ჯერ შაკის გუნდში მოხვდა და ის 3 ბეჭედი რომელიც ერთად მოიგეს მაინც შაკს უფრო ეწერება,მერე ბოლოს ტრავმები რის გამოც 35 წლიდან ვეღარ ითამაშა ის დონე რაც უნდა ეთამაშა.ლებრონს გაუმართლა იმაში რომ მოხვდა ისეთ გუნდში სადაც თავიდანვე თვითონ აიღო ლიდერობა,ასევე ჯანმრთელიცაა უფრო და ფიზიკური უპირატესობაც ხელს უწყობს.ტიპი ლოკომოტივია.გამომდინარე აქედან ლებრონმა მეტი სახელი დატოვა უფრო მაგრამ პრაიმ კობის ემთხვიოს დღესაც)))

15:15 | 07.01.2022
Kobe Bean (21723)

i am motherfucKING problem ქინგ დიდი ასოებით რატომ მიწერია მარტივი მისახვედრია,ქინგს ეძახის ეგ კაცი თავს და ამ სიტყვაშიც(motherfucking) ჩააჯინა)))ამ შესვლის შემდეგ იძახის მაგას,მაგარი მომენტია.რთულია არ დაეთანხმო მაგ ფრაზის აზრზში))))
0?'>https://www.youtube.com/watch?v=xsfcarjKyMk':'>https://www.youtube.com/watch?v=xsfcarjKyMk'))

15:24 | 07.01.2022
Kobe Bean (21723)

და სადაც ეგ კაცი თამაშობს იქ ვინმე სხვისია ლიგა?გამორიცხეთ ეგ ამბავი,სანამ ლებრონი ფეხზე იდგომება,იქ სხვისი ვერავისი ვერ იქნება ნბა.რაც შეეხება ლებრონის ჰეითინგს,ლებრონი როცა გამოჩნდა ნბა-ში მევასებოდა და ვქომაგობდი კიდეც,თუმცა შემდეგ წავიდა მაგის და კობის შედარებები.მე კობის ფანი ვიყავი ვარ და ვიქნები ყოველთვის,ისეთ რაღაცეებს წერდნენ თუ პირად საუბრებში ამბობდნენ კობიზე ლებრონის ფანები რომ შემაძულეს ეგ კაცი.აბსურდს ამბობდნენ.კობი ლებრონს ძაან ბევრ რაღაცაში ჯობდა,კობის ტექნიკა და ლებრონის ტექნიკა არ შეედრება ერთმანეთს,თუმცა რა თქმა უნდა თავისი უპირატესობები ლებრონსაც აქვს და საბოლოო ჯამში ლებრონმა უფრო მეტი გააკეთა უკვე კალათბურთისთვის ვიდრე კობიმ,მაგრამ იმ მომენტში გეთქვა რომ ლებრონი კობის ჯობიაო არ იყო სწორი,მითუმეტეს არ იყო სწორი კობის დამცირების ვარიანტში მოხსენიება.ამის გამო მეზარებოდა მეფე და მის ნაკლზეც ვლაპარაკობდი და ვასხამდი რად უნდა თქმა.უნაკლო არავინ არაა,ბევრი ნაკლი აქვს ლებრონსაც მაგრამ რაც კობი მოტყდა მაგის შემდეგ რომ ლიგაში ჯერ ლებრონია და მერე დანარჩენები რად უნდა საუბარი.2012-13 სეზონიდან ნბა ლებრონისაა.კობი რომ არ ყოფილიყო ბევრად ადრე იქნებოდა ლებრონის ლიგა ნბა.უფრო თუ დავაკონკრეტებ 2007 წლიდან

11:25 | 07.01.2022
Kobe Bean (21723)

გილოცავთ ყველას შობის ბრწყინვალე დღესასწაულს,მრავალს დაესწარით.რაც შეეხება ნბა-ს საინტერესო საუბარი ყოფილა წინა დღეებში და მეც ვიტყვი ჩემ აზრს.პირველ რიგში დავიწყოთ იმით თუ დღეს ვისია ლიგა,ჩემი აზრით არავისი არაა დღეს ლიგა რადგან მასე გამოკვეთილი საუკეთესო მოთამაშე ნბა-ს დღეს არ ყავს.ზოგისთვის დურანტია საუკეთესო,ზოგისთვის ბერძენი და ზოგისთვის ლებრონი თუნდაც ამ ასაკის.ისედაც ლიგაში სადაც ლებრონია რომელიც ცოტა დონეს მაინ დადებს ვერასდროს ვერ იქნება ის ლიგა სხვისი.მეორე 3 დაცვით გუნდში ფინიქსს რა უნდა?ან რა ჯანმრთელ გოლდენს მოუგებს ფინიქსი?ან ჯანმრთელ კლიპერსს რას უზამს? ან ლებრონს რა სტაბილურობა არ შეუძლია?ახლა უფრო უნდა გაიწიოს ლებრონმა მვპ-ზე რადგან ბეჭდის შანსი ამ ლეიკერსს მცირე აქვს და რეგულარულის ნახევრად ლაითი თამაშები ლებრონისთვის არაფერია.პლეიოფში ლებრონსაც პრობლემა შეექმნება და დირკა ლეიკერსსაც.კარგად იცის ეგ მეფემ და წელს რეგულარულს უფრო დიდ ყურადღებას მიაქცევს ვიდრე პლეიოფს

20:04 | 05.01.2022
კართაგენი28 (12615)

გოლდენსაც ძალიან სერიოზული დაცვა შეუძლია ითამაშოს როგორც სისტემურად ასევე როსტერში ძლიერი დამცველების ყოლით
კარი - კლეი -ვიგინსი- გრინი - ვაიზმენი
სავარაუდოდ ეს ხუთეული იქნება ფლეიოფში და ინვიდუალურად 3 ძალიან მაგარი დამცველი ყავს ხუთეულში , პლიუს ბენჩიდან პეიტონი , ოტო პორტერი ბიელიცაც ნორმალური დამცველია , მოკლედ გოლდენი სუპერ დაცვას შემოგვთავაზებს

20:00 | 05.01.2022
Bacho-Cr7real madrid (5443)

კართაგენ ტოპ დამცველები ვინები არიან წელს მოთამაშეები?

20:07 | 05.01.2022
კართაგენი28 (12615)

დრეიმონდ გრინი დღეს ლიგის საუკეთესო დამცველია
რთულია ტოპ 5 თქმა მაგრამ სუბიექტურად ჩამოვწერ
გრინი
გობერი
ბერძენი
ჯრუ
ბრიჯესი
ზოგადად ბრიჯესი მაგარი დაუფასებელი მოთამაშეა ძაან მაგარი დონის ორმხრივი იგროკია და ეგ ბიჭი სერიოზულად განაპირობებს ფინიქსის ესეთ დონეს

19:57 | 05.01.2022
კართაგენი28 (12615)

ჯრუ დივიჩენცო მიდლტონი ბერძენი ბრუკი . ამ ხუთეულში ყველა მაგარი დამცველია და პლიუს ჯრუ და ბერძენი საერთოდ ლიგის ტოპ 5 დამცველებში შედიან

19:58 | 05.01.2022
კართაგენი28 (12615)

მიდლტონი არ ითვლება ელიტარულ დამცველად თუმცა ვნახეთ წინა სეზონის ფლეიოფი სადაც მაგარი დაცვა შემოგვთავაზა

19:53 | 05.01.2022
კართაგენი28 (12615)

დაცვით რეიტინგში გოლდენი პირველ ადგილზეა , თუმცა მოდი რეიტინგებს შევეშვათ რეალურად ტოპ 3 დაცვითი გუნდი თუ ჯამრთელი იქნება როსტერი ჩემთვის ესაა რა
ჰიტი
ბაქსი
ფინიქსი
ეს სამი გუნდი ფლეიოფში ძალიან მაგარ დაცვას შემოგვთავაზებს პლიუს გოლდენიც ნამდვილად
რას შეეხება ცუდ დაცვას პორტლენდი პელიკანსი ეს ორი საშინელ დაცვას თამაშობს და პლიუს ელეი რომელიც ასევე კატასტროფაა დაცვაში

18:46 | 05.01.2022
Bacho-Cr7real madrid (5443)

კართაგენ ჯიგარო შენი აზრით ჩინარი ყველაზე 2 არადაცვითი გუნდი ?

19:49 | 05.01.2022
კართაგენი28 (12615)

დღეს ლიგაში ??

19:53 | 05.01.2022
Bacho-Cr7real madrid (5443)

ხო წელს ყველაზე დაცვითი და ყველაზე არადაცვითი ორ ორი ან სამი სამი გუნდი. პს გილოცავ ყველაფერს

19:53 | 05.01.2022
კართაგენი28 (12615)

გაიხარე ბაჩო მეც გილოცავ

18:47 | 05.01.2022
Bacho-Cr7real madrid (5443)

და 2 ყველაზე დაცვითი გუნდი?

16:20 | 05.01.2022
კართაგენი28 (12615)

მოკლედ ჩემი აზრით დასავლეთს სამი ფავორიტი ყავს ( ლეონარდი თუ დაბრუნდა ეგ მოცემულობა შეიცვლება )
ფინიქსი და ჯაზი ეს ორი გუნდი ჩემთვის გოლდენზე წინ დგანან
ურთულესი მოწინააღმდეგე იქნება ფინიქსი ყველასთვის , ამ გუნდს აბსოლიტურად ყველაფერი აქვს რაც კონდენტერ გუნდს ჭირდება
მოკლედ რომ მკითხო ჯამრთელი ფინიქსი მოიგებს თუ ჯამრთელი გოლდენიო მე ვიტყვი რომ ფინიქსი

16:15 | 05.01.2022
კართაგენი28 (12615)

კიდევ ერთ არაპოპულარულ აზრს ვიტყვი . ადრეც მითქვამს ეს და განმეორდება რომ დღეს მდგომარეობით ჩემთვის ტრეი იანგი უფრო წინ დგას ვიდრე დონჩიჩი
არ ვიცი რა იქნება მერე და რა ლეგასით დაასრულებს ეგ ორი კარიერას , მაგრამ დღეს რა მოცემულობა არის ტრეი უფრო დიდი სტარია და უფრო მეტი აქვს ლიგაში გაკეთებული ვიდრე ლუკას

16:12 | 05.01.2022
კართაგენი28 (12615)

აქ მგონი ვიღაცეებმა რაღაცეები არასწორედ გაიგეთ რა
ვინმე საუბრობს რომ 27 წლის იანასი 27 წლის ლებრონს ჯობსო ?
ლებრონი საერთოდ სხვა მოვლენაა , არ ვარ მისი გულშემატკივარი მაგრამ წამდაუწუმ აზრებს არ ვიცვლი მასზე
ადრეც უამრავჯერ მითქვამს რომ უდიდესია , მაიკლის შემდგომ ულაპრაკოდ ყველაზე დიდი
რაც შეეხება ვისია დღეს ლიგა , მოდით რა კარგად უყურეთ თამაშებს და მხოლოდ მშრალი სტატისტიკიდან ნუ გამოხვალთ
ამ სეზონში ბაქსის ბევრი შეხვედრა ვნახე და მხოლოდ სტატისტიკებიდან და ჰაილითებიდან არ ვსაუბრობ , ტიპი სხვებისგან განსხვავებით აშკარად სერიოზულად ზოგავს თავს და ამის მიუხედავადც უსერიოზულეს დონეს დებს , არის უსტაბილურესი თამაშობს ძალიან სწორ გუნდურ და არაეგოისტურ კალათბურთს . ტიპს ეტყობა კიდია მვპ და სხვა მიზნები აქვს ( ჯამრთელი ბაქსი გაიდაუხევს ლიგას ) თორემ გაცილებით უსერიოზულეს სტატისტიკაზე გავა და მვპ უეჭველად მისი იქნება
უბრალოდ უყურეთ რამდელაზეა გაზრდილი და რაც მთავარია მართლა ძალიან მაგარი ლიდერია ყველა ასპექტში
მოკლედ ჩემთვის დღეს ბერძენის ლიგაა
პატივისცემა ლებრონს რა დონესაც დებს მაგისთვის , თუმცა ვფიქრობ მთელი სეზონი ვერ შეძლებს და არც უნდა მოიკლას თავი მვპ მოგებისთვის

13:48 | 05.01.2022
Milanista1989 (3)

იანასი არის 27 წლის და მისი ლიგააო იძახიან დღეს და მაგარიცაა ბაზარი არა აი მითთხარით რით ჯობია ლებრონს? საჯარიმო აქ უკეთესი? სამიანი აქ უკეთესი? თუ ტვინით ჯობია? 37 წლის კაცზე ვსაუბრობ არ დაგავიწყდეთ! ლებრონი იყოს ახლა 27 წლის და ვისი ლიიგა იქნებოდა დღეს ვნახავდით მაგასაც! როგორ ფიქრობთ მაიამის ლებრონი რო ჩააგდო ამ ელეიში ვერ გახდიდა ჩემპიონს?

16:22 | 05.01.2022
კართაგენი28 (12615)

შენ თუ ვერ ხვდები დღეს იანასი ლებრონს რითი ჯობს მაშინ სხვა სპორტით დაკავდი

13:42 | 05.01.2022
Milanista1989 (3)

PURPLE ლებრონს აგარაფერი არ აქ დასამტკიცებელი უკვე კაი ხანია მარა ამ სეზონშიც რო ბეჭედი დაირტყას თავისი ფინალების მვპ თ როგორ ფოქრობ სად იქნება ლებრონი? და სად სხვა დანარჩენი? რათქმაუნდა მაიკლის გარდა

13:37 | 05.01.2022
Milanista1989 (3)

გაუმარჯოს ბიჭებს! Purple დიდი ხანია აქ ვკითხულობ კომენტარებს და რასაც შენ ლებრონს ლანძღავდი ხოლმე სულ მიკვირდა ასეთი დონის სპორტსმენი როგორ უნდა ძულდეს კაცს თქო. დღეს კი ვკითხულობ კომენტარებს და სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, როგორც იქნა დააფასე და აღიარე ეგ კაცი! ლებრონი არის ნომერ პირველი დღეს ლიგაში და სანამ ეკ კაცი ითამაშებს კალათბურთს პირველი იქნება ყოველთვის, არ აქ მნიშვნელობა 37 იქნება თუ 67 ს! არასდროს არ მესმოდა ლებრონის ჰეითერების, რატო უნდა ძულდეს ვინმეს ასეთი დონის სპორტსმენი? ბევრი გინახავთ 37 წლის ასაკში ასეთ დონეს კიარა მიახლოებულს მაინც რო დებდეს? ლებრობი არის მოვლენა და ბედნიერები უნდა ვიყოთ რომ ამ კაცის თამაშს ცოცხლად ვუყურებთ!

11:16 | 05.01.2022
haudi (1058)

უახლოვდება ბრონი 40კ 10კ 10კ და ჰეითერებიც ჩუმად არიან, როგორც იწინასწარმეტყველა ბატონმა დათომ))

20:40 | 04.01.2022
Kobe Bean (21723)

დღეს რომ ფიზიკოსებმა ფიზიკა იციან აინშტაინმა იმის მეასედი არ იცოდა მაგრამ მაგ ფიზიკოზების სახელი ბევრმა საერთოდ არ იცის,აინშტაინის სახელი კი ყველამ იცის.თავის ეპოქაში ვინ რა გააკეთა იმით უნდა დაფასდეს ხალხი და სხვა ეპოქებს არ უნდა შეედარონ.მასე შეიძლება დღეიდან 50 წელიწადში ისე განვითარდეს მსოფლიო რომ ეს ეპოქა ჩამორჩენილად ჩაითვალოს,არადა დღეს ვფიქრობთ რომ ლამის ყველაფერი აქვს მსოფლიოს და ზეგანვითარებულია.ელემენტარული ტელევიზორი არ ქონდა ხალხს,დღეს ტელევიზორი კი არა კომპიუტერმა წალეკა მსოფლიო.კიდევ უარესები შეიძლება გამოიგონონ წლების შემდეგ

20:23 | 04.01.2022
Kobe Bean (21723)

იგივე მედიცინაც მაგარი განვითარებულია დღეს.ის რომ ლებრონი 37 წლისაა და კიდევ ასეთი დონეა მარტო იმის ბრალი არაა რომ ლებრონია მაგარი,ლებრონს მედიცინაც ეხმარება იმაში რომ ისევ მაგარი იყოს.იგივე კრისტინაც,ეგ არაა ლებრონისნაირი მაგარი მაგრამ მაინც ხომ ინარჩუნებს გარკვეულ დონეს,მაგასაც მედიცინა ეხმარება ფორმის შენარჩუნებაში.დღევანდელი დარბაზები-მინდვრები-გადაღების ხარისხები,მოთამაშეთა ეკიპირებები იქნება ბუცები-ფორმა თუ სხვა ძაან განხსხვავდება ძველი ეპოქებისგან.ბილ რასელის და ჩემბერლენის კადრები რომ ნახო ის ხარისხი და დღევანდელი ხარისხი იგივია?სასაცილოდ ჩანან ტიპები მაგრამ ეგ ხალხი არ ყოფილან მასეთი სასაცილო,ლებრონიც რომ გადაიღო იმ კამერით ეგეც სასაცილო გამოჩნდება.ვილტის და ვესტის კადრები თუ არ გაქვთ ნანახი,საბჭოთა კავშირის პერიოდის პოლიტიკური კადრები ხომ მაინც გაქვთ ერთხელ მაინც ნანახი,აჩქარებული შავთეთრი ვერსიები სადაც მართლა სასაცილოდ ჩანს ხალხი და ეგეთი სასაცილო არ ყოფილა ეგ ხალხი სინამდვილეში.იგივე პელე ან მარადონა ნახევარი კარიერა ტალახში თამაშობდნენ,დღეს გახასხასებულ მინდვრებზე თამაშობს ხალხი.ამიტომ არ შეიძლება სხვადასხვა ეპოქის ხალხის შედარება.ყველა ეპოქას ყავს თავისი გმირი,ესაა ყველაზე დიდი სიმართლე სპორტის ნებისმიერ სფეროში და ზოგადად ცხოვრებაშიც

19:29 | 04.01.2022
Kobe Bean (21723)

ისე კი ყველაზე სწორი მაინც ისაა სხვადასხვა ეპოქის ხალხს თუ არ შევადარებთ ერთმანეთს.უბრალოდ სპორტის ქომაგს მაინც გვიყვარს მაგარი მოთამაშეების შედარება თორემ რეალურად სხვადასხვა ეპოქაა,სხვადასხვა თამაშის წესები,სხვადასხვა განვითარება ზოგადად ცხოვრებისეული მარტო რომელიმე კონკრეტულ თამაშს არ ეხება,სხვადასხვა კონკურენცია და ამის გამო ძაან რთულია სხვადასხვა ეპოქის ხალხის შედარება.სხვადასხვა ეპოქის კი არა ერთი ეპოქის ხალხის შედარებაც კი რთულია იმიტომ რომ ერთ ეპოქაშიც კი განსხვავებულ გუნდებში უწევთ თამაში ხალხს,მაგალითად სად დურანტის პერიოდის გოლდენში თამაში და სად პელიკანსში.მაგრამ იგივე ეპოქაში მაინც ჩანს ვინ ვინაა სადაც არ უნდა თამაშობდეს,აი სხადასხვა ეპოქებში კი რთულია რამის თქმა.არავინ იცის ჯორდან-ლებრონს ერთმანეთის წინააღმდეგ რომ ეთამაშად ვინ აჯობებდა.ასე რომ ყველაზე სწორი ისაა თუ ყველა ეპოქის ყველა ძლიერ მოთამაშეს დავაფასებთ

17:35 | 04.01.2022
Kobe Bean (21723)

2011-მა წელმა დაღუპა ჯეიმსი ჯორდანთან შედარების კუთხით.მარტო დალასთან წაგებაც არაა,რომც მოეგო ეგ ფინალი აშკარა იყო რომ იმ ჰიტის ლიდერი ვეიდი იყო და ლებრონი პიპენის როლში თამაშობდა.არადა ეგ ჯეიმსი 26 წლის იყო და ზედიზედ 2-გზის ლიგის მვპ,ანუ ბავშვობაში არ ყოფილა ვეიდის პიპენის როლში.ბაზარი არაა მაგის შემდეგ ისეთი დონე დადო(არც მანამდე აკლებდა) რომ შეიძლება აპატიო ვეიდის პიპენობა მაგრამ მაგას მაინც ყოველთვის გაახსენებენ ლებრონს და ამის გამო ჯორდანს ვერ გაუტოლდება ვერასდროს.ჯორდანის შემდეგ მეორე კი არის და იქნება კიდევ კაიხანი წყნარად

17:28 | 04.01.2022
Kobe Bean (21723)

ლებრონს რომ 2011-ში დალასზე ფინალი მოეგო და ფინალების მვპ-იც წაეღო დღეს ჯორდანთან დიდი გარჩევა ექნებოდა.რეალურად მხოლოდ ეგ სერიაა მაგ კაცის კარიერის მინუსი

17:13 | 04.01.2022
Kobe Bean (21723)

stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=iKFOhR5xQ_8')>0?'https://www.youtube.com/watch?v=iKFOhR5xQ_8':'https://www.youtube.com/watch?v=iKFOhR5xQ_8'))
ამის თამაშს რომ ნახავ 37 წლის გეგონება?აქამდე ზანგებზე ვიცოდით პასპორტში ასაკს თუ იკეთებდნენ პირიქით იახალგაზრდავებდნენ თავს და 30-ის ნაცვლად 20 წელს წერდნენ მაგრამ ამ ჩემისას 19 წელია ნბა-ში ვუყურებთ და 10 წლისიც არ მოსულა კალათბურთში)))ვერც მოვიდოდა 10 წლის ვერანაირად)))ანუ ნაღდად 37 წლისაა.კიდევ ფრინავს ტიპი,თამაშის ხედვა როგორი აქვს კიდევ ცალკე თემაა

17:24 | 04.01.2022
Kobe Bean (21723)

ანუ ნაღდად 37-ისაა,ან შეიძლება მეტისიც იყოს თუ ზანგების გადაკეთებულ პასპორტებს მივიღებთ მხედველობაში)))ლებრონს არ მგონია პასპორტი გადაკეთებული ქონდეს,მასე დაქცეული ქვეყნიდან არაა.მაგას ერთი კაცი ვერ გააკეთებდა,ძლიერი კუნთიანი ზანგების ხროვის გაკეთებულია ჰარლემის უბნებში)))

17:04 | 04.01.2022
Kobe Bean (21723)

იანისი არა მზე,27 წლის რომ იყოს ლებრონი ახლა(ბერძენია 27-ის) იანისის ხსენება არ იქნებოდა ლიგაში საერთოდ.27 წლის ლებრონს ერთადერთი პრაიმ კობი თუ გაუწევდა წინააღმდეგობას,მეტი ვერავინ.ვგულისხმობ 21-ე საუკუნის კალათბურთელებს.ზოგადად ისტორიიდან მაგ ორს ემატებათ ბუნებრივია ჯორდანი,მეტი არავინ

16:57 | 04.01.2022
Kobe Bean (21723)

37 წლის კაცი გამთამაშებელზე,მსროლოლზე,მსუბუქზე,მძიმეზე,ცენტრზე ყველაფერზე თამაშობს ტო და რაღაზე მელაპარაკებით.გასაგებია რომ თანამედროვე კალათბურთიც აძლევს ცენტრზე თამაშის საშუალებას,აღარ არის დიდი ბიჭების ეპოქა(შაკი,ჰაკიმი,ივინგი,რობინსონი) მაგრამ მაინც.ასე რომ მოვლენა თუ უნდა თქვათ თანამედროვე კალათბურთში ჯერ არის ჯეიმსი და მერე დანარჩენები,თუმცა რაღა თანამედროვეა ეგ ჩემისა მე-19 წელია ლიგაშია და ისტორიაშიც მოვლენადაა უკვე შესული.დაცვასაც მოუმატა ბოლო თამაშებში,აღარ ზარმაცობს დაცვაშიც.მოკლედ ლებრონი არის ერთადერთი სპორტსმენი რომელის ჰეითერიც ვიყავი მაგრამ ბოლო წლებში ისეთი დონე დადო რომ წარმოუდგენელია არ დააფასო.მაშინ ზოგადად კალათბურთი არ უნდა გიყვარდეს ლებრონი რომ გძულდეს.აი რა უნდა კითხო ლებრონს კალათბურთზე რომ არ გიპასუხოს?საკალათბურთო პროფესორია.ვის ვის და ლებრონს ვინ რა უნდა ასწავლოს კალათბურთში?რომელმა მწვრთნელმა რა უნდა ასწავლოს ჯეიმსს კალათბურთში?გასახდელში რომ შედიხარ მწვრთნელი და ლებრონი გხვდება იქეთ ხდები იმის ჭკუის დასარიგებელი)))

10:40 | 04.01.2022
Kobe Bean (21723)

ჯეიმსი რა ხოდზეც ბოლო 10 თამაშშია,ეგრე თუ გააგრძელა სეზონის ბოლომდე და 50 თამაში მაინც მოიგო ლეიკერსმა წაიღებს მვპ-ის.გაჭირვებული ლეიკერსიც "აგიჟებს" და აძლევს იმის საშუალებას რომ ბოლომდე თვითონ აიღოს თავის თავზე თამაში.ასე რომ არ მგონია ეგ ტემპი დააგდოს.ჯეიმსისთვის დარჩენილი 40 თამაშის მაგრად ჩატარება არანაირი პრობლემა არაა

10:31 | 04.01.2022
Kobe Bean (21723)

თან ლებრონი დებილი კი არაა,უყურებს რომ დღესაც კი 37 წლის კაცსაც აქვს მვპ-ის შანსი.რა კარი რის კარი,37 წლის კაცი ჯობია ბევრად.კარი ისეა ამ სეზონის მვპ როგორც კარუზო.ამ გოლდენის ხერხემალი არის დრაიმონდ გრინი მაგრამ მაგას მვპ-ის არავინ არასდროს არ მიცემს

10:26 | 04.01.2022
Kobe Bean (21723)

რომ დაცხებს მეფე 30 ქულიან ტრიპლდაბლებს უყურონ მერე დურანტ-ბერძენმა-სტეფმა შორიდან.მაგას ხშირად მართლა ძაან მზეზე ეკიდა მვპ-ის მოგება წინა სეზონებში,ჯერ დოხუია ეყარა ისედაც(4 აქვს) და ბეჭდები უფრო უნდოდა უკვე და ამის გამო არ მოუგია 2013-ის შემდეგ.ისიცაა რომ რაც კობი მოტყდა ლებრონმა მვპ მაგის გამოც დაიკიდა,კობის ინტერესის გამოც იგებდა მვპ-ის.წელს იცის რომ ბეჭდის შანსი თითქმის ნოლი აქვს და ამიტომ გაიწევს მვპ-იზე,შუაზე გაიხევა ისეთ სტატისტიკებზე გავა.ისტორიაშიც შევა როგორც ყველაზე ბებერი მვპ და ეგეცაა მოტივაცია ამ სეზონის მვპ-ის მოგების რომ შევეშვად იმას რომ 2013-ის მერე არ მოუგია,აქამდე მელოუნს ეკუთვნის ეგ რეკორდი 1999-ში 36 წლის იყო მელოუნი როცა მვპ მოიგო.ნუ უფროსწორედ 36-ის გახდა ივლისში და მაისში მიცეს მვპ როცა 35-ის იყო,ყოველშემთხვევაში დღემდე ყველაზე ბებერი მვპ კარლ მელოუნია.თვეებით ბებერი იყო ჯორდანზე,ჯორდანი 1998-ში 35-ის იყო ასევე და მეორე ბებერი მვპ-ია ისტორიაში მაიკლი

10:13 | 04.01.2022
Kobe Bean (21723)

ოფენსის კუთხით ლებრონს წელს 37 წლის ასაკში კლივლენდის პირველი პერიოდის შემდეგ საუკეთესო სეზონი აქვს,ანუ 2010 წლის შემდეგ.არ გამორიცხოთ ჯეიმსის მვპ წელს,მაგ თუ დაიქოქა და თუ დაგეგმა მვპ-ის მოგება ვერანარი ბერძენი და დურანტი ვერ გაუქაჩავენ მაგას,კარიზე ლაპარაკიც არაა.კარი მაგარი არასტაბილური ტიპია.დღეს დილას 3-17 თამაშიდან და 1-10 სამიანიდან.ძაან ბევრი ეგეთი თამაში დაუგროვდა ამ სეზონში სტეფს და არანიარად აღარ ეკუთვნის მვპ ამ გადმოსახედიდან,თუმცა რა თქმა უნდა კლეის დაბრუნების შემდეგ შეუძლია ისევ მოქოქვა და გუნდის შედეგიც ყველაზე კარგი აქვს.ისე კი ვინც არ უნდა მოიგოს მვპ თუ ბეჭედი და ვინც არ უნდა ითვლებოდეს დღეს ლიგის საუკეთესოდ დურანტი თუ ბერძენი,ელბიჯეი არის მაინც ვაბშე სხვა დონე და ეს უნდა დაიმახსოვროს ყველამ.ვერცერთი დღევანდელი ლებრონს ვერ შეედრება და მაგაზე თუ იტყვი რომ მართლა სხგავანააო.37 წლისაა კაცი და კიდევ მზეზე იხევს ლიგას

10:04 | 04.01.2022
Kobe Bean (21723)

გილოცავთ ყველას შობა-ახალ წელს.რაც შეეხება ბერძენს,კარგი რა ძმაო,ყველამ ვიცით რომ მაგარი მოთამაშეა მაგრამ იმის თქმა რომ დღეს ლიგა ბერძენისაა გადაჭარბებული მგონია.ტოპ 3 არის ულაპარაკოდ მაგრამ გამოკვეთილად N1 ბერძენი დღეს არაა.შეიძლება კი არადა წესით რამდენიმე წლის შემდეგ უნდა იყოს მაგრამ დღეს არაა.რა თქმა უნდა სერიოზული პროგრესი აქვს და დღეს გაცილებით სერიოზული მოთამაშეა ვიდრე მვპ სეზონებში იყო მაგრამ ლიგის ნ1 მაინც არაა.ლიგის ნ1 დღეს არის დურანტი,მერე მოდის ბერძენი სტეფი და რაც უნდა გასაკვირი იყოს თუნდაც პირადად ჩემთვის,ლებრონი ისევ გაერია ტოპებში.37 წლის კაცი რეებს აკეთებს ძმაო,რომელ ბერძენზე უნდა ვილაპარაკოდ იქ.გასაგებია რომ დაცვაში მოიკოჭლებს ჯეიმსი მაგრამ შეტევაში ეგ დონეს დებს დურანტის გარდა ვერავინ ვერ დებს ეგეთ დონეს ოფენსში დღეს.მოკლედ ასეთი დასკვნა გამომაქვს,სანამ ელბიჯეი კალათბურთს თამაშობს მანამდე არ უნდა ჩამოწერო

14:42 | 03.01.2022
კართაგენი28 (12615)

სხვაგან არის დღეს ბერძენი . ტიპი საოცარად არის გაზრდილი , თავდაჯერებული და ძაან სწორი კალათბურთი თამაშზე გადასული
არაა ეს აზრი პოპულარული , მაგრამ დღეს სწორედ იანასია ლიგის საუკეთესო მოთამაშე . ამ გუნდს თუ ჯამრთელი იქნა ფლეიოფში ვერავინ შეაჩერებს
კიდევ ერთი რამე , იანასმა თუ მოინდომა ამ სეზონში მვპ მისი იქნება თან ძალიან კარგად ჩანს რომ ბოლომდე არ იხარჯება და მაინც რა დონეს დებს
მოკლედ ამ სეზონის მვპ და ბერძენი როგორც მოთამაშე ტოპ 15 იქნება ულაპარაკოდ
პ.ს მვპ ბედჭედი და ფინალურის მვპ უზარმაზარ ლეგასს მისცემს ბერძენს და ტოპ 10 თუ არა იმ სიის მერე ნამდვილად პირველი იქნება კარიერულად

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132932