კალათბურთი

14:44 | 1.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძემ 2022 წელი 2 მოხსნით დაიწყო, "ინდიანამ" - მარცხით

NBA-ში 2022 წელი „ინდიანა პეისერსმა“ „ჩიკაგო ბულსთან“ საშინაო მარცხით გახსნა (106:108). შეხვედრა ძალზე დაძაბული გამოდგა და გამარჯვებულის ვინაობა მხოლოდ მომენტში გაირკვა.

ითამაშა გოგა ბითაძემაც, რომელმაც პარკეტზე 04:32 წუთი გაატარა. ხსენებულ დროში ქართველმა ცენტრმა მხოლოდ 2 მოხსნა მიითვალა და გოგას მეტოქის კალათისკენ ბურთი არ უსვრია, შესაბამისად თამაში უქულოდ დაასრულა.

„ინდიანაში“ საუკეთესო კარის ლევერტი იყო, რომელმაც 27 ქულა, 6 მოხსნა და 6 პასი მიითვალა, დომანტას საბონისმა 24 ქულა, 14 მოხსნა და 6 პასი დააგროვა. „ჩიკაგოს“ დემარ დეროზანმა 28 ქულით ულიდერა.

„ინდიანა პეისერსი“ 14 მოგებით და 22 წაგებით სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა და მომდევნო მატჩს 3 იანვარს, სტუმრად „კლივლენდ კავალიერსთან“ გამართავს.

0.114543