ჩოგბურთი

14:25 | 1.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები ATP Cup-ზე არგენტინასთან დამარცხდა

საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრებმა ATP Cup-ზე პირველი ტურის მატჩი გამართა და არგენტინის ნაკრებთან უშანსოდ, 0:3 დამარცხდა.

სიდნეიში გამართული შეხვედრები არგენტინელთა სრული უპირატესობით წარიმართა და გამარჯვებაც დამსახურებულად მოიპოვეს. თავიდან ფედერიკო დელბონმა ალექსანდრე მეტრეველს ორ სეტში 6:1, 6:2 აჯობა, ხოლო შემდეგ კორტზე საქართველოს ნაკრების ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი გავიდა, რომელიც დიეგო შვარცმანს შეხვდა.

ბრძოლა არც ამ დაპირისპირებაში შედგა და შვარცმანმა ბასილაშვილს 6:1, 6:2 მოუგო. არგენტინელთა გამარჯვებით დასრულდა წყვილთა თანრიგის მატჩიც, რომელშიც ანდრეს მოლტენისა და მაქსიმო გონსალესის დუეტმა საბა ფურცელაძისა და ზურა ტყემალაძის წყვილს აგრეთვე 6:1, 6:2 მოიგო და შეხვედრა არგენტინამ 3:0 მოიგო.

ჯგუფის მეორე მატჩში პოლონეთმა საბერძნეთს მოუგო. აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრები მეორე ტურში 3 იანვარს პოლონეთის ნაკრებს შეხვდება.

0.1191