ფეხბურთი

0:33 | 31.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლუკაკუ: "ჩელსიში" კმაყოფილი არ ვარ, იმედი მაქვს, "ინტერში" დავბრუნდები"

ლონდონის „ჩელსის“ თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ განაცხადა, რომ ინგლისში ბედნიერი არაა და მილანის „ინტერში“ დაბრუნების სურვილი საჯაროდ გამოხატა. როგორც 28 წლის ბელგიელმა Sky Sport-ს განუცხადა, ის იტალიური კლუბიდან არასწორი მეთოდით წავიდა და „ნერაძურის“ ტიფოზებს ბოდიშიც მოუხადა.

„ფიზიკურად კარგად ვარ, კიდევ უკეთესად, ვიდრე ადრე. იტალიაში გატარებული 2 წლის შემდეგ, სადაც ბევრს ვმუშაობდი „ინტერში“ მწვრთნელებთან და დიეტოლოგებთან ერთად, ფიზიკურად კარგად. „ჩელსიში“ შექმნილი სიტუაციით არ ვარ კმაყოფილი, თუმცა ეს ნორმალურია.

ვფიქრობ, მწვრთნელმა სხვა სტილით თამაში აირჩია, მაგრამ მე უბრალოდ არ უნდა დავნებდე და გავაგრძელო მუშაობა, ვიყო პროფესიონალი. არ ვარ კმაყოფილი სიტუაციით, მაგრამ არ უნდა დავნებდე. ყველაფერი, რაც მოხდა, ასე არ უნდა მომხდარიყო. ვგულისხმობ, როგორ დავტოვე „ინტერი“, როგორ ვაცნობე ეს ფანებს, ეს მაწუხებს. ვფიქრობ, ახლა სწორია საუბარი, ყოველთვის ვამბობდი, რომ „ინტერი“ ჩელს გულშია, იქ სათამაშოდ დავბრუნდები, ამის დიდი იმედი მაქვს. შეყვარებული ვარ იტალიაზე, სწორი დროა სასაუბროდ და ხალხს გავაგებინო რა მოხდა სინამდვილეში, ადამიანებზე ცუდად ლაპარაკის გარეშე, რადგან მე ასეთი არ ვარ.

პირველ რიგში მინდა ბოდიში მოვუხადო „ინტერის“ გულშემატკივრებს, რადგან მიმაჩნია, რომ ჩემი წასვლის გზა განსხვავებული უნდა ყოფილიყო. ნამდვილად მაქვს იმედი, რომ დავბრუნდები, არა კარიერის ბოლოს, არამედ ჯერ კიდევ კარგ ფორმაში და დონეზე მყოფი, უფრო მეტი ტიტულის მოგების იმედით“, - თქვა ლუკაკუმ.

შეგახსენებთ, რომელუ ლუკაკუმ „ინტერში“ 2019-2021 წლებში 95 მატჩში 64 გოლი გაიტანა, ხოლო „ჩელსის“ მაისურით მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 17 შეხვედრაში თავი მხოლოდ ექვსჯერ გამოიჩინა.

0.120362