ფეხბურთი

19:25 | 30.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალომ" ნოდარ ქავთარაძე და ბაქარ ქარდავა დაიმატა

თბილისის „საბურთალომ“ ნოდარ ქავთარაძე და ბაქარ ქარდავა დაიმატა. ამის შესახებ დედაქალაქური გუნდის ვებგვერდი იტყობინება.

28 წლის შემტევი ბოლოს „დინამო თბილისში“ თამაშობდა, მას სხვა წინადადებებიც ჰქონდა, მაგრამ არჩევანი „საბურთალოზე“ შეაჩერა. ქარდავაც ბოლოს სწორედ "დინამოს" ღირსებას იცავდა.

ნოდარ ქავთარაძეს კარიერის განმავლობაში მოსკოვის „ლოკომოტივის“ მეორე გუნდში, უნგრულ „მეზოკოვეშდში“, გორის „დილაში“, თბილისის „ლომოტივსა“ და ქუთაისის „ტორპედოში“ უთამაშია.

0.350575