ფეხბურთი

18:15 | 30.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსიმ" 2021 წელს 173 მილიონი ევრო იზარალა

ლონდონის „ჩელსიმ“ 2021 წლის ფინანსური ანგარიში წარმოადგინა და გაირკვა, რომ კლუბმა 173.47 მილიონი ევროს ზარალი განიცადა.

გავრცელებული ინფორმაციით, „ჩელსის“ ფინანსური ზარალის მთავარი მიზეზი გულშემატკივრების გარეშე თამაში COVID-19-ის გამო (წლის პირველ ნახევარში) და ფეხბურთელების გაყიდვიდან მოგების შემცირებაა.

ლონდონური კლუბის ფინანსურ მხარდაჭერას აგრძელებს Fordstam Limited-ი, რომელიც „ჩელსის“ მფლობელის რომან აბრამოვიჩის საკუთრებაშია.

შეგახსენებთ, პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში „ჩელსი“ მეორე ადგილზეა 42 ქულით და ლიდერ „მანჩესტერ სიტის“ 8 ქულით ჩამორჩება.

თეგებიჩელსი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11021