კატალონიის „ბარსელონაში“ კორონავისურით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა. როგორც ესპანური გრანდი იტყობინება, ამჯერად სამი შემთხვევა გამოვლინდა.
ფილიპე კოუტინიო, სერჯინო დესტი და აბდე ეზალზული ინფიცირებული არიან და გუნდს გარკვეული პერიოდით გამოაკლდნენ.
„ბლაუგრანაში“ კოვიდ-19 მანამდე დანი ალვეშს, კლემენ ლენგლეს, ჟორდი ალბას, ალეხანდრო ბალდეს, უსმან დემბელეს, სამუელ უმტიტისა და გავისაც დაუდასტურდათ. ჩავის გუნდი უახლოეს მატჩს 2 იანვარს, სტუმრად „მალიორკასთან“ ჩაატარებს.