ფეხბურთი

14:50 | 30.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "პრემიერლიგის ჩემპიონები ჯერ არ ვართ, სეზონი გრძელია"

„მანჩესტერ სიტი“ შესანიშნავ ფორმაშია, „ბრეტნფორდი“ 1:0 დაამარცხა და პრემიერლიგაში ზედიზედ მეათე გამარჯვება მოიპოვა. თუმცა, პეპ გვარდიოლა არ დაეთანხმა ჟურნალისტს, რომელმაც უთხრა, რომ „სიტი“ უკვე ჩემპიონია.

„მადლობა კარგი სიტყვებისთვის, მაგრამ მე არ მჯერა თქვენი. თქვენ ამბობთ, რომ ტიტული უკვე ჩვენია, თუმცა „ჩელსი“ და „ლივერპული“ განსაკუთრებული გუნდებია. ერთი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია, მეორე კი ჩვენი მთავარი მეტოქე იყო ბოლო წლებში. ჩვენ შეგვიძლია კიდევ 54 ქულის დაგროვება და მხოლოდ მომავალ თამაშზე ვფიქრობთ.

გონუვრულად ვიმოქმედეთ, რადგან სტანდარტულ სიტუაციებში პრემიერლიგის საუკეთესო გუნდს ვეთამაშეთ. მეტოქემ ეს პირველივე კუთხურზე დაამტკიცა, მეორე ტაიმში კი ბევრად უკეთ ვითამაშეთ. გადამწყვეტი ფეხბურთელთა კლასში სხვაობა იყო. „ბრენტფორდი“ ძალიან რთული მეტოქეა და კარგად თამაშობს, ასეთი მეტოქის წინააღმდეგ კი შესანიშნავად ვითამაშეთ“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტის“ 20 ტურში 50 ქულა აქვს მოპოვებული და სატურნირო ცხრილში ლიდერია, უახლოეს მდევრებს, „ჩელსისა“ და „ლივერპულს“ კი შესაბამისად, 8 და 9 ქულით უსწრებს.

0.119669