ფეხბურთი

12:30 | 30.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს ინდოეთში ძეგლი დაუდგეს, რამაც დიდი პროტესტი გამოიწვია

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელ კრიშტიანუ რონალდუს ინდოეთში ძეგლი დაუდგეს, რამაც ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია.

რონალდუს ქანდაკება გოას შტატის ქალაქ კალანგუტში დაუდგეს და მიზეზად ადგილობრივი ბავშვების შტაგონება დასახელდა, რომ ფეხბურთის სათამაშოდ მეტი მოტივაცია მიეცეთ.

თუმცა, გოას შტატი პორტუგალიის კოლონია იყო და მხოლოდ 60 წლის წინ დაუბრუნდა ინდოეთის იურისდიქციას, სწორედ ამიტომ, იქ პორტუგალიელი ფეხბურთელისთვის ძეგლის დადგმამ დიდი პრტესტი გამოიწვია. ისინი მიიჩნევენ, რომ აჯობებდა ძეგლი რომელიმე ინდოელი ფეხბურთელისთვის დაედგათ.

„ბევრი კალანგუტელი ფეხბურთელია, მაგალითად ბრუნო კოუტინიო და იოლანდა დ’სოუზა, რომლებმაც საერთაშორისო ასპარეზზე ინდოეთს სახელი გაუთქვეს. რატომ ვერ მოხერხდა მათი ქანდაკების დადგმა? ისინი კალანგუტედან არიან, რატომ დამონტაჟდა პორტუგალიელი ფეხბურთელის ძეგლი?“, - თქვა პრემანანდ დივკარმა.

არჩევანი დაგმო აქტივისტმა გურუ შიდოკარმაც: „პორტუგალიელი ფეხბურთელის ქანდაკების დადგმა სიგიჟეა. ჩვენ ვგმობთ ამ ქმედებას, გოაში ბევრი თავისუფლებისთვის მებრძოლია, რომელთაც შეურაცხყოფა მიაყენეს“.

სამაგიეროდ, ქალაქის საკანონმდებლო ასამბლეის წევრი მაიკლ ლობო რონალდუს ქანდაკების დადგმას მიესალმება:

„ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ინდოეთში კრიშტიანუ რონალდუს ქანდაკება დაიდგა. ეს შთააგონებს ჩვენს ახალგაზრდეს, ეს არის ის, რაც გვჭირდება. დროა გადავიღოთ სელფები, შევხედოთ ქანდაკებას და ფეხბურთის სათამაშოდ ინსპირაცია ვიპოვოთ“, - თქვა მან.

0.12618