ფეხბურთი

1:20 | 30.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

გინტერი და ზაკარია "გლადბახს" სეზონის ბოლოს დატოვებენ

გერმანულ „გლადბახში“ მატიას გინტერი და დენის ზაკარია ბოლო სეზონს ატარებენ. როგორც „ბორუსიას“ ვებგვერდი იტყობინება, ორივე ფეხბურთელი კლუბს მიმდინარე სეზონის შემდეგ დატოვებენ.

გინტერსა და ზაკარიას კონტრაქტები 2022 წლის ზაფხულში ეწურებათ, რომელსაც არ გაახანგრძლივებენ და 1 ივლისიდან თავისუფალი აგენტები გახდებიან.

27 წლის მცველი, გინტერი „გლადბახში“ 2017 წლიდან თამაშობს და 159 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი, მანამდე კი „ფრაიბურგსა“ და „დორტმუნდში“ ირჯებოდა. გერმანიის ნაკრებში მის ანგარიშზე 46 თამაში და 2 გოლია.

25 წლის შვეიცარიელი ნახევარმცველიც „გლადბახს“ 2017 წელს შეუერთდა და 138 მატჩში თავი 11-ჯერ გამოიჩინა, იქამდე ზაკარია ჟენევის „სერვეტისა“ და ბერნის „იანგ ბოიზის“ წევრი იყო, შვეიცარიის ნაკრებში 38 შეხვედრაში თავი სამჯერ გამოიჩინა.

0.110937