ფეხბურთი

0:57 | 30.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

პაულო სოუზა "ფლამენგოს" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

ბრაზილიური „ფლამენგოს“ მთავარ მწვრთნელად პაულო სოუზა დაინიშნა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა პოლონეთის ნაკრები დატოვა და კარიერას ბრაზილიში გააგრძელებს.

აღსანიშნავია, რომ მას პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციასთან კონფლიქტი მოუვიდა, თუმცა სოუზამ მიზანს მაინც მიაღწია და პოლონელებთან კონტრაქტი გაწყვიტა. შედეგად, „ფლამენგოში“ მომდევნო ორი წლის განმავლობაში იმუშავებს.

პაულო სოუზამ პოლონეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში გაიყვანა, ევრო 2020-ზე კი ჯგუფური ეტაპო ვერ გადაალახინა. პორტუგალიელს წარსულში ფლორენციის „ფიორენტინასა“ და ფრანგულ „ბორდოში“ უმუშავია.

0.120301