ნორვეგიელმა ალეკსანდერ ომოდტ კილდემ, მსოფლიო თასზე ზედიზედ მესამე სუპერ გიგანტი მოიგო. მან ამჯერად იტალიის სამთო კურორტ ბორმიოში გაიმარჯვა. 29 წლის კილდემ დეკემბრის დასაწყისში, აშშ-ის ბივერ კრიკში (შტატი კოლორადო) სუპერ გიგანტი და დაშვება მოიგო, ორი კვირის წინ კი იტალიის ვალ გარდენაში სუპერ გიგანტში გაიმარჯვა.
2016 წლის დეკემბრის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა მამაკაცი მოთხილამურე, სუპერ გიგანტის ზედიზედ სამი რბოლის მოგებას ახერხებს. სტელვიოს ფერდობზე მან ფინიშს წუთსა და 27.95 წამში მიაღწია.
„დღეს ჩემი მიზანი ის იყო, რომ ზღვარზე მესრიალა. და ეს შევძელი. განსაკუთრებით იმ მონაკვეთებში, სადაც სხვებს შეცდომა მოსდიოდათ. უბრალოდ, მე სწორი ტრაექტორიით სრიალი შევძელი. თუ ყოველთვის ასე ვიასპარეზებ, ყველაფერი შესაძლებელი იქნება“, - ამბობს კილდე.
ფავორიტთა შორის იყო შვეიცარიელი მარკო ოდერმატი, ვისაც წელს ორი სუპერ გიგანტი აქვს მოგებული და მსოფლიო თასს აბსოლუტურ ჩათვლაში ლიდერობს. მაგრამ შეცდომები დაუშვა და საბოლოოდ, მერვე ადგილს დასჯერდა.
ბევრისთვის მოულოდნელად, მეორე ადგილი ავსტრიელმა რაფაელ ჰააზერმა დაიკავა, ვინც გამარჯვებულს 0.72 წამით ჩამორჩა. სავარაუდოდ, ამ შედეგის წყალობით, მან ოლიმპიური საგზურიც მოიპოვა.
მესამე ადგილიც ავსტრიელ მოთხილამურეს - ვინსენტ კრიხმაირს ერგო, ვისთვისაც ეს ზედიზედ მერვე რბოლაა, რომელსაც ხუთეულში ამთავრებს. კილდეს ის 0.85 წამით ჩამორჩა.
ამ გამარჯვებით, კილდემ აბსოლუტურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გადაინაცვლა და ახლა ლიდერ ოდერმატს 276 ქულით ჩამორჩება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მოგესალმებით, გაყიდვაში გვაქვს მეორე კატეგორიის რამდენიმე ბილეთი, საუკეთესო ხედვის არეალით (რაც კი შეიძლება მეორე კატეგორიის ბილეთს გააჩნდეს), ყველაზე იაფი ფასები შავ ბაზარზე როგორც ხელზე ასევე ონლაინ გადაყიდვით, დეტალებზე მოგვწერეთ პირად შეტყობინებებში..
0?'>https://www.facebook.com/SCUPTICKETS2015?ref=bookmarks':'>https://www.facebook.com/SCUPTICKETS2015?ref=bookmarks'))
უნდა გავიდეთ
ორჰუსის ლინკი მომეცით ვინმემ რაა
ორჰუსის ლინკი მომეცით ვინმემ რაა
ძალიან იღბლიანი წილისყრა იყო ჩვენთვის, ამ ჯგუფიდან უეჭველი უნდა გავიდეთ და ვითამაშოთ რუსეთში 2018 წლის მუნდიალზე თუ არადა დავანებოთ საერთოდ ფეხბურთს თავი...
რა გამოცნობა უნდა, სერბეთის ჩემპიონმა ორივე თამაში მოუგო ჩვენს ჩემპიონს.
ამოუცნობი რა, მუ-ები ყავთ გუნდში? DDDDDDDDDDDDDDDDDDDDD
DDDDDDDDDDD