ჩოგბურთი

22:54 | 29.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ATP-ის თასი - ჯოკოვიჩი და რუბლიოვი ტურნირს გამოტოვებენ, ავსტრია საფრანგეთმა ჩაანაცვლა

საფრანგეთის ჩოგბურთელთა ეროვნული ნაკრებმა ATP-ის თასის 2022 წლის გათამაშებაზე ავსტრია ჩაანაცვლა. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც დომინიკ თიმი და დენის ნოვაკი ტურნირიდან მოეხსნენ. საფრანგეთის ნაკრებს ტურნირზე უგო ემბერი ულიდერებს, რომელიც რეიტინგში 35-ე ადგილზეა. უგოსთან ერთად ნაკრებში იქნება არტურ რინდერკნეხი, ედუარდ როჯერ-ვასელინი და ფაბრის მარტინი.

ასევე ცნობილი გახდა, რომ სერბეთის ეროვნულ ნაკრებს დააკლდება მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი. მიუხედავად ამ დანაკლისისა, ბალკანელები მაინც იასპარეზებენ ტურნირზე და პირველი ნომერი 33-ე ჩოგანი დუშან ლაიოვიჩი იქნება.

რუსეთის ნაკრებს ასევე სერიზული დანაკლისი ექნება ანდრეი რუბლიოვის, ასლან კარაცევის და ევგენი დონსკის სახით. რუსეთის გუნდში მიიწვიეს ევგენი კარლოვსკი. ასევე, აშშ-ს ნაკრებში ვერ იასპარეზებს ოსტინ კრაიჩეკი და მას ამ ეტაპისთვის ვერავინ შეცვლის.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ტურნირზე დაგეგმილისამებრს იასპარეზებს და ცვლილებები მოსალოდნელი არაა. დავით კვერნაძის კაპიტნობით საქართველოს ნაკრებს ნიკოლოზ ბასილაშვილი ულიდერებს, ხოლო გუნდში მასთან ერთად იქნებიან ალექსანდრე მეტრეველი, ალექსანდრე ბაქში, ზურა ტყემალაძე და საბა ფურცელაძე.

0.12516