ფეხბურთი

17:20 | 29.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდმა" ჰოლანდს ულტიმატუმი წაუყენა

დორტმუნდის „ბორუსიამ“ ერლინგ ჰოლანდს ულტიმატუმი წაუყენა. როგორც გერმანული გამოცემა Bild-ი წერს, გერმანულმა კლუბმა ნორვეგიელის გარემოცვას აცნობა, რომ მზად არიან მასთან დიდი ფინანსური ძალისხმევის საფუძველზე კონტრაქტი განაახლონ, თუმცა ერთადერთი პირობით.

„დორტმუნდი“ მოითხოვს, რომ ჰოლანდმა სამომავლო გეგმების შესახებ თებერვლის ბოლოს მაინც აცნობოს და თუ გუნდიდან წასვლა სურს, გერმანელებს მისი შემცვლელის მოსაძებნად საკმარისი დრო ჰქონდეთ.

ჰოლანდის მოქმედი კონტრაქტი „დორტმუნდთან“ 2024 წლის ზაფხულში იწურება და მასში დევს პუნქტი, რომლის თანახმად დამდეგ ზაფხულს „სიგნალ იდუნა პარკის“ დატოვება 75 მილიონ ევროდ შეუძლია. ნორვეგიელი ფორვარდით თითქმის ყველა ევროპული გრანდია დაინტერესებული, პირველ რიგში კი „მანჩესტერ სიტი“, მადრიდის „რეალი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“. რამდენიმე კვირის წინ ფეხბურთელის აგენტი მინო რაიოლა „ბარსელონას“ პრეზიდენტ ჟოან ლაპორტასაც შეხვდა.

შეგახსენებთ, რომ ერლინგ ჰოლანდი „დორტმუნდში“ 2020 წლის იანვარში „ზალცბურგიდან“ გადავიდა და მას შემდეგ 74 მატჩში 76 გოლის გატანა მოახერხა.

0.457906