კალათბურთი

16:47 | 29.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად ნიკა ცქიტიშვილი აირჩიეს

საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციაში გამგეობის სხდომა გაიმართა, სადაც გამგეობის წევრებმა ერთხმად აირჩიეს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარე, გენერალური მდივანი და ვიცე-პრეზიდენტები.

სხდომაზე ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, გამგეობის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა პაატა გურასპაული, გენერალურ მდივნად გიორგი ქართველიშვილი, ხოლო ვიცე-პრეზიდენტებად ნიკოლოზ ცქიტიშვილი, დავით საყვარელიძე და ვლადიმერ ბოისა.

შეგახსენებთ, რომ 11 დეკემბერს გამართულ საერთო საარჩევნო ყრილობაზე საარჩევნო სუბიექტების 100%-იანი მხარდაჭერით საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ვიქტორ სანიკიძე გახდა.

0.111621