ფეხბურთი

15:51 | 29.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტერი „ჩელსიში“ დაბრუნდა

„ჩელსის“ ყოფილი კაპიტანი, ჯონ ტერი, ლონდონური კლუბის აკადემიის მწვრთნელ-კონსულტანტად დაინიშნა.

„არისტოკრატთა“ ოფიციალური ვებ-გვერდი გვატყობინებს, რომ ტერი კობემის აკადემიის მოთამაშეებთან და მწვრთნელებთან იმუშავებს. ვარჯიშების გარდა, ის რჩევებს მისცემს კოლეგებს, ასევე ფეხბურთელებთან და მათ მშობლებთან ექნება კომუნიკაცია.

41 წლის სპეციალისტი მუშაობას იანვრიდან შეუდგება.

ტერიმ „ჩელსიში“ ფეხბურთელობისას თითქმის 20 წელიწადი გაატარა. ბოლო დროს კი „ასტონ ვილას“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა.

0.114214