ფეხბურთი

13:50 | 29.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლინეკერი „ლესტერის“ „ლივერპულთან“ გამარჯვებას ემოციურად გამოეხმაურა

ინგლისის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი, ამჟამად კი ფეხბურთის ანალიტიკოსი, გარი ლინეკერი, ემოციურად გამოეხმაურა პრემიერლიგის მე-20 ტურში „ლესტერის“ მიერ „ლივერპულის“ დამარცხებას (1:0).

„ვაუ! როგორი თამაში მოიგო „ლესტერ სიტიმ,“ მიუხედავად მილიონი ტრავმისა, დასვენებულ „ლივერპულთან,“ „სიტისთან“ თამაშის 48 საათის შემდეგ. ვამაყობ „მელიებით.“ - წერს ლინეკერი ტვიტერში.

ცნობისათვის, გარი უინსტონ ლინეკერი ლესტერშია დაბადებული და „ლესტერის“ აღზრდილია, 1978-85 წლებში სწორედ ამ კლუბში თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109213