ლონდონის „ჩელსის“ მცველი ბენ ჩილველი მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს. ინგლისელ ფეხბურთელს ჯვარედინი მყესები აქვს გაწყვეტილი და ოპერაციის გარეშე მოედანზე დაბრუნებას ვერ შეძლებს.
ჩილველმა ტრავმა ჯერ კიდევ ნოემბერში „იუვენტუსთან“ მატჩში მიიღო და მას შემდეგ ლაზარეთშია. როგორც გაირკვა, ინგლისელმა მცველმა ოპერაცია უნდა გაიკეთოს.
მიმდინარე სეზონში ბენ ჩილველმა ყველა ტურნირზე 12 მატჩი ჩაატარა და 3 გოლის გატანა მოახერხა.