თურქეთის თასის 1/16 ფინალში საბა ლობჟანიძის „ჰატაისპორმა“ „მენემენსპორი“ 1:0 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და საგოლე პასი მიითვალა. საბამ მარცხენა ფლანგზე შესანიშნავად ითამაშა და დილან სენ-ლუის ცარიელ კარში გაატანინა.
ზოგადად, ლობჟანიძეს კარგი სეზონი აქვს და თურქეთის სუპერლიგაში მის ანგარიშზე 18 შეხვედრაში 4 გოლი და 6 შედეგიანი პასია.